შინაარსზე გადასვლა

იენიშეჰირი (ბურსა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
იენიშეჰირი
Yenişehir
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ბურსა
კოორდინატები 40°15′52″ ჩ. გ. 29°39′11″ ა. გ. / 40.26444° ჩ. გ. 29.65306° ა. გ. / 40.26444; 29.65306
მერი სულეიმან ჩელიქი
ფართობი 224 კმ²
ცენტრის სიმაღლე 235
მოსახლეობა 52 215 კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 224
საფოსტო ინდექსი 16900
საავტომობილო კოდი 16
ოფიციალური საიტი bursa-yenisehir.bel.tr
იენიშეჰირი (ბურსა) — თურქეთი
იენიშეჰირი (ბურსა)

იენიშეჰირი (თურქ. Yenişehir) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, მარმარილოს ზღვის რეგიონში, ბურსის პროვინციის ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ქალაქი. მდებარეობს 224 მეტრზე ზღვის დონიდან. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, იენიშეჰირში ცხოვრობს 52 215 ადამიანი. ქალაქ იენიშეჰირს აქვს მერია და მისი მერი არის სულეიმან ჩელიქი.

მიუხედავად იმისა, რომ ბურსის პროვინცია მდებარეობს მარმარილოს ზღვის სანაპიროზე, ქალაქი იენიშეჰირი არ მდებარეობს ამ ზღვის სანაპიროზე. იენიშეჰირი ესაზღვრება საკუთარი პროვინციის ქალაქებს: ორჰანგაზის იზნიქს, ინეგიოლს, ქესთელსა და გემლიქს. აგრეთვე, იენიშეჰირს აღმოსავლეთით ბილეჯიქის პროვინცია ესაზღვრება.

ანალოგიური სახელის მატარებელი ქალაქი ბურსის პროვინციის გარდა, მერსინისა და დიარბაქირის პროვინციებში მდებარეობს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]