შინაარსზე გადასვლა

დიმიტრი ერისთავი (მხატვარი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიმიტრი ერისთავი

დიმიტრი ერისთავი
დაიბადა 18 ივნისი, 1931
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაიცვალა 5 აგვისტო, 2021(2021-08-05)[1] (90 წლის)
გარდაცვალების ადგილი 5 აგვისტო, 2021 (90 წლის)
ეროვნება ქართველი
სფერო მხატვრობა
ჟანრი გრაფიკა
ჯილდოები

დიმიტრი ვახტანგის ძე ერისთავი (დ. 18 ივნისი, 1931, თბილისი — გ. 5 აგვისტო, 2021) — ქართველი მხატვარი და გრაფიკოსი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირისა და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1985), შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის (2006) და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1990).[2]

დაიბადა 1931 წლის 18 ივნისს, თბილისში. მშობლები: დედა — თამარ ქართველიშვილი, მამა — ვახტანგ ერისთავი, მეუღლე — ნათელა, შვილი სანდრო. 1950-1956 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, გრაფიკის ფაკულტეტზე.[3] მისი პედაგოგები იყვნენ ლადო გრიგოლია, სერგო ქობულაძე, დუდა გაბაშვილი, ი. შუხაევი და სხვ.

მისმა სადიპლომო ნამუშევარმა — ილუსტრაციები ანატოლ ფრანსის მოთხრობისათვის „კრენკებილი“ (ხელმძღვანელი — იოსებ შარლემანი) უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. 1962 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელი მხატვარა. 1967-1974 წლებში იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის გრაფიკის კათედრის პედაგოგი, ხოლო 1982 წლიდან ამავე კათედრის პროფესორია. 1957  წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი; 1974 წლიდან საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი; 1985 წლიდან საქართველოს სახალხო მხატვარია.

დიმიტრი ერისთავი მრავალი ჯგუფური გამოფენის მონაწილე და პერსონალური გამოფენის ავტორია, როგორც სამშობლოში, ასევე უცხოეთში. ასევე 1956 წლიდან, ასამდე წიგნის და მრავალი ჟურნალის ილუსტრატორია. ავტორია კინოაფიშებისა: „სხვისი შვილები“, „ქორწილი“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „გიორგობისთვე“, „ყვარყვარე“, „ცისფერი მთები“, „ექსპრეს-ინფორმაცია“.

გარდაიცვალა 2021 წლის 5 აგვისტოს, 90 წლის ასაკში.[4]

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 122;
  • დიმიტრი ერისთავი: ბიობიბლიოგრაფია / შეადგინეს: მანანა გოლეთიანმა, ციური კოჭლაშვილმა ; რედ.: ციური კოჭლაშვილი; საქ. პარლ. ეროვნული ბიბ-კა. 2018. 96 გვ.:ილ.
  • დიმიტრი ერისთავი: [ალბომი / რედ.: ოთარ ეგაძე].- თბ. : ხელოვნება, 1979 (საქ. კპ ცკ-ის სტ.).-104გვ.:ილ.
  • დიმიტრი ერისთავი - თბ., 2002. - 38გვ.
  • დიმიტრი ერისთავი: გრაფიკა: [ალბომი : ბლექ სი გრუპის ოქროს კოლექცია / პროექტის იდეის ავტ. და გამომც. გიორგი კალანდაძე; ტექსტის ავტ. დავით ანდრიაძე ; თარგმანი ლალი გეგეჭკორი; ფოტო გია ჩხატარაშვილი].- თბ.,2010.- 124გვ.:ილ.; ტექსტი ქართ. და ინგლ.. - ISBN 978-9941-0-3191-5
  • დიმიტრი ერისთავი; გრაფიკა : [კატალოგი / ტექსტის ავტ. მზია ჩიხრაძე ; რედ. ნანა შარვაშიძე ; ქართ. ტექსტ. რედ. ეკა მიქაბერიძე ; მთარგმნ.: ციცო ხოცუაშვილი, ნინო ტორაძე ; ფოტოგრაფი გია ჩხატარაშვილი]. - [თბ.] : მაგთიკომი, 2011 (შპს "სეზანი"). - 276გვ.: ილ.;- ტექსტი ქართ. და ინგლ.- ISBN 978-9941-0-3791-7

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
  2. დიმიტრი ერისთავი. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2018.
  3. დიმიტრი ერისთავი. ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-19. ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2018.
  4. „90 წლის ასაკში მხატვარი დიმიტრი ერისთავი გარდაიცვალა“. mtavari.tv. ციტირების თარიღი: 15 აგვისტო, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  5. მხატვარი დიმიტრი ერისთავი თბილისის საპატიო მოქალაქეა. kvira.ge (4 ნოემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2018.