სხვისი შვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სხვისი შვილები
დამდგმელი რეჟისორი თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორი რევაზ ჯაფარიძე
თენგიზ აბულაძე
როლებში ციცინო ციციშვილი
ოთარ კობერიძე
ასმათ ქანდაურაშვილი
ნანი ჩიქვინიძე
მიხო ბორაშვილი
სესილია თაყაიშვილი
სოსო ლაღიძე
აკაკი კვანტალიანი
ეკატერინე ვერულაშვილი.
კომპოზიტორი არჩილ კერესელიძე
ხმის ოპერატორი რაფიელ კეზელი
ოპერატორი ლევან პაატაშვილი
მონტაჟი ვასილ დოლენკო
მხატვარი გივი გიგაური
კახი ხუციშვილი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1958
ხანგრძლივობა 77 წთ.
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული

სხვისი შვილები — კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1958 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი. დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ აბულაძე. სცენარის ავტორები: რევაზ ჯაფარიძე, თენგიზ აბულაძე. ოპერატორი: ლევან პაატაშვილი. მხატვრები: გივი გიგაური, კახი ხუციშვილი. კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე. როლებში: ციცინო ციციშვილი, ოთარ კობერიძე, ასმათ ქანდაურაშვილი, ნანი ჩიქვინიძე, მიხო ბორაშვილი, სესილია თაყაიშვილი, სოსო ლაღიძე, აკაკი კვანტალიანი, ეკატერინე ვერულაშვილი.

ფილმის სცენარს საფუძვლად დაედო 1954 წლის გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდაში" დაბეჭდილი ნარკვევი, სადაც ავტორი- ნინა ალექსანდროვა- რუსეთის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში მომხდარ ამბავს აღწერდა-როგორი დედობრივი მზრუნველობით ზრდიდა მეუღლისაგან მიტოვებული ქალი გერებს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელმავლის მემანქანე დათა დაქვრივებული მარტოხელა მამაა და ორ შვილს ზრდის. იგი მთელ დღეს სამსახურში-რკინიგზაზე ატარებს და ძლიერ უჭირს ოჯახისა და შვილების გაძღოლა. დათას მცდელობა, რომ ცოლად შეირთოს თავისი სატრფო-თეო, უნაყოფო აღმოჩნდება-თეო ვერ იღებს თავზე ორი ბავშვის დედობის პასუხისმგებლობას და დაცილებას არჩევს. მამის ზედამხედველობას მოკლებული პატარა გია და ლია უპატრონოდ დაეხეტებიან ქუჩაში და ფათერაკებს აწყდებიან. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს ბავშვები ახალგაზრდა სტუდენტ გოგონას-ნატოს გაიცნობენ და დაუმეგობრდებიან. თავადაც ობლობაში გაზრდილი ნატო გულისხმიერებით მოეკიდება პატარებს, რის გამოც ბავშვები მას ძლიერ შეიყვარებენ. ნატოს სილამაზე და სათნო ბუნება ბავშვების მამასაც ხიბლავს და ქალიშვილს ცოლად თხოულობს. აწეწილ ოჯახს ბედნიერება უბრუნდება-ნატო დათასათვის მზრუნველი და ალერსიანი მეუღლე, ბავშვებისათვის კი-მოსიყვარულე დედა აღმოჩნდება, მაგრამ იდილია დიდხანს ვერ გასტანს. დროთა განმავლობაში დათა ხვდება, რომ თეოსადმი სიყვარულს თავს ვერ აღწევს, ოჯახს ტოვებს და თეოსთან ერთად მიდის. შეურაცხყოფილი ნატო სახლიდან გარბის, მაგრამ მატარებელს გამოდევნებული ბავშვების სასოწარკვეთილება მიახვედრებს, რომ ისინი მისთვის "სხვისი შვილები" აღარ არიან. აცრემლებული ნატო დაძრული მატარებლიდან ხტება და ბავშვებთან ერთად ბრუნდება შინ [1].

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი გმირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპიზოდებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვერცხლის ნეადა: პორტა-ტერმოს (იტალია) საერთაშორისო კინოფესტივალი(1965)[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]