მერაბ თავაძე
მერაბ თავაძე (დ. 29 ივლისი, 1942, თბილისი) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2017).
სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, ხოლო 1979 წელს დაამთავრა ამავე ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.
1996 წლიდან „სამეფო უბნის თეატრის“ დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი. კინოკომპანია „იბერია-ფილმის“ პრეზიდენტი. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: „მთის ნოველა“ (1979), „მე დავბრუნდები“ (1982), „ბრავო, ალბერ ლოლიშ!“ (1987), „ხვეული კიბით“ (2001); სცენარის ავტორია ფილმების: „მე დავბრუნდები“ (1982), „ხვეული კიბით“ (2001); გადაღებულია ფილმებში: „თოჯინები იცინიან“ (რეზიკო, 1962), „ზღვის ბილიკი“ (დათო, 1962), „დრო იწურება განთიადისას“ (ტონი გარსი, 1965), „პიერი მილიციის თანამშრომელი“ (ანზორი, 1965), „მყუდრო სავანე“ (გივი, 1975), „ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა“ (გელაშვილი, 1984).
მერაბ თავაძის მეუღლე იყო მსახიობი იზა გიგოშვილი; მათი შვილია მსახიობი და რეჟისორი ნიკა თავაძე.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1979 — საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
- 1982 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
- 2017 — თბილისის საპატიო მოქალაქე
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართველი მსახიობები
- ქართველი რეჟისორები
- დაბადებული 29 ივლისი
- დაბადებული 1942
- თბილისში დაბადებულები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (2017)
- საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- თავაძეები
- მსახიობები ანბანის მიხედვით