ვაჟა გიგაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვაჟა გიგაშვილი
Vaja gigashvili.jpg
დაბ. თარიღი 15 ოქტომბერი 1936(1936-10-15)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 31 დეკემბერი 2017(2017-12-31) (81 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
ფსევდონიმი გიგაშა
საქმიანობა მწერალი და სცენარისტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
Magnum opus მოთხრობები პოეტზე, რომელიც იშვიათად წერდა ლექსებს
ჯილდოები პენ-კლუბის ოქროს მედალი
საიტი armuri.georgianforum.com/t479-topic

ვაჟა გიგაშვილი (დ. 15 ოქტომბერი, 1936, თბილისი, საქართველო — გ. 31 დეკემბერი, 2017) — ქართველი მწერალი, კინოსცენარისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაჟა გიგაშვილი დაიბადა 1936 წლის 15 ოქტომბერს, თბილისში. 1961 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი. მუშაობდა "ქალაქპროექტში" (შოთა ყავლაშვილთან და ლადო მესხიშვილთან); სამხატვრო კომბინატში (ზურაბ წერეთელთან).

მონაწილეობდა მრავალ ეთნოგრაფიულ, ალპინისტურ და ზოოლოგიურ ექსპედიციებში - კავკასიონზე, ჩრდილოეთის ზღვებზე, კოლის ნახევარკუნძულზე, შუა აზიაში, ტიან-შანსა და პამირზე.

1971 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" (რეზო თაბუკაშვილთან), "მწერალთა კინო-გაერთიანებაში".

1991-94 წლებში იყო გაზეთ "მამულის", 1999-2003 წლებში "განახლებული ივერიის" მთავარი რედაქტორი.

წერდა სკოლის ასაკიდან. 1953-54 წლებში ჟურნალ "დილაში" იბეჭდებოდა მისი პატარა მოთხრობების სერია ცხოველებსა და ფრინველებზე. ზოგი მათგანი შეტანილია უმცროსკლასელთა სახელმძღვანელოებში.

პირველად, 1957 წელს ჟურნალ "ცისკრის" პირველ ნომრისათვის წარდგენილი მოთხრობა "დღე და ჟამი" არ დაიბეჭდა საბჭოური ცენზურის გამო. 1970 წლიდან სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში - "ცისკარი", "მნათობი", "ლიტერატურული საქართველო", "XX საუკუნე", "ქომაგი", ასევე რუსული თარგმანები - "ლიტერატურნაია გრუზიასა" და "დრუჟბა ნაროდოვში". გამოცემული აქვს მოთხრობების რამდენიმე კრებული.

ვაჟა გიგაშვილი არის თორმეტი მხატვრული ფილმის სცენარის ავტორი, მათ შორის ფილმებისა: ანთიმოზ ივერიელი და ამბავი სურამის ციხისა. გადაღებულია ფილმებში: "იმედის მწვანე კუნძული" (1978) და "ნიკა მთაში" (1979).

მიღებული აქვს ლიტერატურული ჯილდო "პენ-კლუბის ოქროს მედალი".

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დღე და ჟამი : [მოთხრობები]. - თბ. : მერანი, 1987 (სტ. N1). - 262გვ. ; 20სმ.. - 1მ.10კ., 15 000ც.
  • მოთხრობები პოეტზე, რომელიც იშვიათად წერდა ლექსებს / [რედ.: დათო აბულაძე ; მხატვ.: ზურაბ მიმინოშვილი]. - თბ. : საარი, 2001. - 114გვ. ; 16სმ.. - (უბის წიგნები). - ISBN 99928-39-21-X
  • თბილი ლოგინი და ცივი ღამე / [რედ.: მილიცა ჯაფარიძე ; მხატვ.: გოგი წერეთელი[1]. - თბ. : მერანი, 2006. - 48გვ. ; 17სმ.. - (ერთი მოთხრობა). - ISBN 99940-589-7-2
  • ნადირობა ჩონ-ტაშში : დოკუმენ. მოთხრობა. - თბ. : ნაკადული, 1976. - 97გვ. ; 19სმ.. - 20კ., 10000ც.
  • ნადირობა ჩონ-ტაშში : [დოკუმენტ. მოთხრობა] / ვაჟა გიგაშვილი. - თბ., 2009. - 128გვ. : ფოტ. ; 18სმ.. - ISBN 978-9941-0-1431-4
  • ერთი ვინმე ყაფლანიშვილი : რომანი / ვაჟა გიგაშვილი ; [სარედ. ჯგ.: ზურაბ აბაშიძე, მანანა ჯანელიძე, ირმა ხარშილაძე]. - თბ. : [პალიტრა L], 2010. - 304გვ. ; 20სმ.. - (ქართული პროზის საგანძური, ISSN 1987-8850 ; ტ. 40). - ISBN 978-9941-19-035-3

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენარის ავტორია ფილმებისა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნიკა მთაში (1979)
  • იმედის მწვანე კუნძული (1978)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1] - გოგი წერეთელი