იყო შაშვი მგალობელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იყო შაშვი მგალობელი
ჟანრი დრამა, კომედია
დამდგმელი რეჟისორი ოთარ იოსელიანი
სცენარის ავტორი ოთარ იოსელიანი, დიმიტრი ერისთავი, ოთარ მეხრიშვილი, შერმაზან ყაყიჩაშვილი
როლებში გელა კანდელაკი, ჯანსუღ კახიძე
კომპოზიტორი თეიმურაზ ბაკურაძე
ხმის ოპერატორი ოთარ გეგეჭკორი, მიხეილ ნიჟარაძე, თენგიზ ნანობაშვილი
ოპერატორი აბესალომ მაისურაძე
მხატვარი დიმიტრი ერისთავი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1966
ხანგრძლივობა 79 წუთი
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული

იყო შაშვი მგალობელი“ — ოთარ იოსელიანის ფილმი, გადაღებული 1970 წელს.

ფილმის სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოპერის თეატრის ორკესტრანტი გია, ერთი შეხედვით, ნიჭიერი, გულისხმიერი და საქმიანი კაცია – უამრავ ადამიანს იცნობს, ცდილობს ყველას დაეხმაროს, მუდამ სადღაც ეჩქარება, ვიღაცას რაღაცას პირდება – ძმა-ბიჭებს, გოგონებს, მოხუცებს, სტუმრებს, უცნობს თუ ნაცნობს, მაგრამ კვალს არსად ტოვებს, მნიშვნელოვანს არაფერს ქმნის. მოფუსფუსე ახალგაზრდის ცხოვრება უქმად, წვრილმანებში იხარჯება, ვერც საკუთარ თავს რგებს, ვერც სხვას. გიას სიკვდილიც ისეთივე უაზროა, როგორც მის მიერ დახარჯული ყოველი წუთი.

ფილმი არის ადამიანზე, რომელიც წვრილმანებზე ხარჯავს თავის ენერგიას და უაზროდ კარგავს დროს. ამით სურს გაექცეს ”უაზრო სინამდვილეს”, რადგან არ უნდა იმ რეალობაში ცხოვრება, რომელშიც ის დაიბადა. გია აღლაძე, რომლის როლსაც გელა კანდელაკი ასრულებს საოპერო თეატრის ორკესტრის ლიტავრისტია. მას არც ერთი საქმე ბოლომდე არ მიჰყავს. არ შეუძლია კონცენტრაცია. ფილმი გვახსენებს, რომ “ადამიანი ერთხელ მოდის ამქვეყნად და მოჩვენებით საქმეებზე არ უნდა დაიხარჯოს”.[1]

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გელა კანდელაკი — გია აღლაძე
  • გოგი ჩხეიძე
  • ჯანსუღ კახიძე
  • ირინე ჯანდიერი (ლია)
  • ელენე (ჩიტო) ლანდია
  • ირინა მდივანი
  • მარინა ქარცივაძე
  • ნუგზარ ერქომაიშვილი
  • ირაკლი ქოქრაშვილი
  • ნათია ანჯაფარიძე
  • დ. ივანიძე
  • თამარ იშხნელი
  • თამარ გედევანიშვილი
  • რევაზ ბარამიძე
  • რობერტ სტურუა (სოსო)
  • გიორგი (გოგი) მარგველაშვილი
  • ზურაბ ნიჟარაძე
  • თეიმურაზ მთაწმინდელი
  • გ. გზირიშვილი
  • ვახტანგ ერემაშვილი
  • ოთარ ცომაია
  • გივი ძნელაძე
  • ი. მამიევი
  • ნ. კალატოზიშვილი
  • ლ. ენუქიძე
  • თეა ფირცხალავა
  • ვ. ყანჩელი
  • მედეა ჯაფარიძე
  • მიხეილ ბაკურაძე
  • რეზო კვესელავა
  • დიმიტრი თაყაიშვილი
  • ტარიელ კვაშალი
  • ს. ჯაფარიძე
  • ოთარ გეგეჭკორი
  • გიორგი ლომსაძე
  • თენგიზ მაღალაშვილი
  • ჯუმბერ შაქარაშვილი
  • მაკა მახარაძე

ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კადრი ფილმიდან
  • ფილმის ჩვენების შემდეგ ოთარ იოსელიანს საუბარი ორ დარბაზში მოუხდა, სადაც ანალოგიური შეკითხვები მიიღო მაყურებლისგან: ”რაზე გადაიღეთ ფილმი?”. პასუხი კი სხვადასხვა დარბაზში მყოფი ადამიანებისათვის განსხვავებული აღმოჩნდა: ” ეს არის ფილმი იმაზე, როგორ უნდა იცხოვრო”, ”ეს არის ფილმი იმაზე, როგორ არ უნდა იცხოვრო”.
  • ოთარ იოსელიანის “იყო შაშვი მგალობელი” ეკრანებზე გიორგი შენგელაიას “ფიროსმანთან” ერთად გამოვიდა. იმხანად თითქმის არავინ მიაქცია ყურადღება, რომ ორივე ფილმში ხელოვანი წარმოდგენილი იყო არა როგორც ხალხის რჩეული, არამედ ჩვეულებრივი ადამიანი, რომლისთვისაც შემოქმედება არა მარტო ბედნიერება, არამედ მძიმე ჯვარიცაა. ითვლება, რომ შემთხვევით არ ჟღერს ბახის „პასიონი“, “მათეს ვნებანის” მელოდია – “არა იმდენად მელოდია, არამედ მელოდიის მოლოდინი”, როგორც შენიშნა მაშინ ერთმა რეცენზენტმა. ბახის მუსიკა ფილმის პირველივე ეპიზოდში ისმის, როცა გია, სანამ ქალაქელთა ფორიაქს შეუერთდებოდეს, წევს ბალახზე, ხის ქვეშ, ჩანჩქერთან ახლოს. შემდეგ ეს მელოდია კიდევ რამდენიმეჯერ აჟღერდება და ისევ წყდება. ეს მელოდია არასდროს დასრულდება, რადგანაც “იყო შაშვი მგალობელი” არის ფილმი არშემდგარ ხელოვანზე, და, ამავე დროს, ფილმი ცხოვრებისა და ხელოვნების, ადამიანური ურთიერთობების უსასრულობაზეა. სწორედ იმ უსასრულობაზე, რომლის დანახვა სურს გიას ტელესკოპში.[2]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმს რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული. აღსანიშნავია, რომ მისი პრემიერა საფრანგეთში 1974 წელს გაიმართა, რასაც მალევე მოყვა იოსელიანის ემიგრაცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]