მანანა აბაზაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მანანა აბაზაძე
დაბადების სახელი მანანა აბაზაძე
დაბადების თარიღი 23 აგვისტო, 1947 (1947-08-23) (73 წლის)
კალინინგრადი, რუსეთის სფსრ
ეროვნება ქართველი
საქმიანობა მოცეკვავე, მსახიობი
მეუღლე(ები) სერგო ორჯონიკიძე

მანანა ლევანის ასული აბაზაძე (დ. 23 ივლისი, 1947, კალინინგრადი) — ქართველი კინომსახიობი, მოცეკვავე. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1981), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1985).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1971 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ენის განყოფილება. 1964–1987 ცეკვავდა საქართველოს ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, იყო ანსამბლის სოლისტი. 1985 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ფილმში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი თენგიზ აბულაძე, 1962, მერი). მონაწილეობს ფილმებში: „მაცი ხვიტია“ (რეჟისორი გიორგი შენგელაია, 1966, ეკა), „უსახელო უფლისციხელი“ (რეჟისორი კარლო ღლონტი, 1968).

2017 წლის 25 დეკემბერს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მანანა აბაზაძის ვარსკვლავი[1].

დაქორწინებულია ექიმზე და მსახიობზე სერგო ორჯონიკიძეზე, ჰყავთ ორი ქალიშვილი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]