შინაარსზე გადასვლა

ბორის ანდრონიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბორის ანდრონიკაშვილი

ბორის ანდრონიკაშვილი ფილმში „ოთარაანთ ქვრივი“
დაბადების თარიღი 28 ოქტომბერი, 1934
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 9 ივლისი, 1996(1996-07-09)
მოსკოვი
საქმიანობა მწერალი, მსახიობი, სცენარისტი
აქტიური 1957-1996
მეუღლე(ები) ლუდმილა გურჩენკო
ნონა მორდიუკოვა
რუსუდან ხანთაძე

ბორის ანდრონიკაშვილი იგივე ბორის პილნიაკი (რუს. Бори́с Бори́сович Андроникашви́ли (при рождении Пильняк), დ. 28 ოქტომბერი, 1934, თბილისი, სსრკ — გ. 9 ივლისი, 1996, მოსკოვი) — საბჭოთა მწერალი, მსახიობი, სცენარისტი. სსრკ მწერალთა კავშირის წევრი 1979 წლიდან.

ბორის ანდრონიკაშვილი დაიბადა 1934 წლის 28 ოქტომბერს, მწერალ ბორის პილნიაკის და მსახიობ კირა ანდრონიკაშვილის ოჯახში. 1958 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (ВГИК). თამაშობდა ფილმებში. ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას. მუშაობდა გაზეთ „ლიტერატურნაია გაზეტაში“. მუშაობდა სსრკ კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტში რედაქტორად. გამოცემული აქვს პროზაული კრებულები. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიულ მასალებზე და მისი სცენარის მიხედვით გადაიღეს მხატვრული და დოკუმენტური ფილმები.

  • 1974 — „კაპიტნები“
  • 1981 — „გზა“
  • 1986 — „ორი დებიუტი“
  • 1987 — „თავადი გრუზინსკი“

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]