ამირან ჭიჭინაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამირან ჭიჭინაძე (დ. 14 სექტემბერი, 1934, თბილისი — გ. 24 ივნისი, 2007) — ქართველი დრამატურგი, ინჟინერი, ხელოვნების მუშაკი.

1957 წელს დაამთავრა მოსკოვის ბაუმანის სახელობის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი; 1964 წელს კი მოსკოვის უმაღლესი სასცენარო კურსები.

1957-1962 წლებში გაიარა გზა ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ტექნიკოსიდან უფროს ინჟინრამდე. 1968-1973 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის ტელეფილმების სტუდიის, 1974-1977 წლებში კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის, 1977-1985 წლებში კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარი რედაქტორი; ლიტერატურული განყოფილების უფროსი. ავტორია მხატვრული და დოკუმენტური ფილმების სცენარებისა და მოთხრობების.

კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენარო კომიტეტის და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 1968 წლიდან იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]