ადელ შამპანელი
ადელ შამპანელი | |
---|---|
საფრანგეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 13 ნოემბერი, 1160 |
მმართ. დასასრული: | 18 სექტემბერი, 1180 |
წინამორბედი: | კონსტანსია კასტილიელი |
მემკვიდრე: | იზაბელა ენოელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1140 |
დაბ. ადგილი: | ბლუა, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 4 ივნისი, 1206, (65-66 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: |
ლუი VII, საფრანგეთის მეფე (ქ. 1160 - გარდ. 1180) |
შვილები: |
ფილიპ II, საფრანგეთის მეფე აგნესი, ბიზანტიის იმპერატრიცა |
მამა: | თეობალდ II, შამპანის გრაფი |
დედა: | მატილდა კარინტიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ადელ შამპანელი (ფრანგ. Adèle de Champagne; დ. 1140 — გ. 4 ივნისი, 1206), აგრეთვე ცნობილი როგორც ადელაიდა, ან ალისი — შამპანის გრაფ თეობალდ II-ისა და მისი ცოლის, გრაფინია მატილდა კარინტიელის ასული. სახელი უწოდეს ბებიამისის, ინგლისის მეფე უილიამ I დამპყრობლის ასულ ადელ ნორმანდიელის პატივსაცემად. იყო საფრანგეთის დედოფალი 1160-1180 წლებში როგორც ლუი VII-ის ბოლო, მესამე მეუღლე. საფრანგეთის მეფე ფილიპ II-ისა და ბიზანტიის იმპერატრიცა აგნეს ფრანგის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადელი დაიბადა 1140 წელს, საფრანგეთის ქალაქ ბლუაში. იგი იყო შამპანის გრაფ თეობალდ II-ისა და მისი ცოლის, გრაფინია მატილდა კარინტიელის ასული. მას სახელი ბებიის, ბლუას გრაფინია ადელ ნორმანდიელის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც ნორმანდიის ჰერცოგ და ინგლისის მეფე უილიამ დამპყრობლის ქალიშვილი იყო.
ადელ შამპანელი და საფრანგეთის მეფე ლუი VII 1160 წლის 13 ნოემბერს დაქორწინდნენ, ლუის წინა ცოლის, დედოფალ კონსტანსია კასტილიელის მშობიარობისას დაღუპვიდან მხოლოდ ხუთი კვირის შემდეგ. მხოლოდ დედოფალმა ადელმა შესძლო მისთვის ვაჟის, მომავალში საფრანგეთის მეფე ფილიპ II-ისა და ბიზანტიის იმპერატრიცა აგნეს ფრანგის გაჩენა. ადელამდე ლუის პირველი ცოლი იყო დედოფალი ელეონორ აკვიტანიელი, რომელსაც ღალატისა და უმემკვიდრეობის გამო გასცილდა და რომელიც ცოლად ინგლისის მეფეს გაჰყვა, მეორე ცოლი, დედოფალი კონსტანსია კასტილიელი კი მშობიარობას გადაჰყვა.
დედოფალი ადელი პოლიტიკურად ძალიან აქტიური პიროვნება იყო. იგი სამეფო ხელისუფლებას თავის ძმებთან, თეობალდთან და ანრისთან ერთად დაეპატრონა. მალევე მან თავისი მდგომარეობის გასამყარებლად თავისი ძმები მეფე ლუისა და დედოფალ ელეონორ აკვიტანიელის ქალიშვილებზე — ალისსა და მარიზე დააქორწინა.
მეფე ლუი 1180 წლის 18 სექტემბერს გარდაიცვალა, ტახტზე კი მისი ვაჟი ფილიპ II ავიდა. ადელისა და მისი ძმების მმართველობა მას შემდეგ შეირყა რაც ფილიპმა ცოლად ენოს გრაფის ქალიშვილი, არტუას გრაფინია იზაბელა ენოელი შეირთო ცოლად. ადელმა რძლისა და მისი ნათესავების წინააღმდეგ ბურგუნდიის ჰერცოგსა და საღვთო რომის იმპერატორთან ერთად ალიანსი ჩამოაყალიბა. ადელმა და მოკავშირეებმა მათ ომი 1181 წელს გამოუცხადეს და ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ 1184 წელს იზაბელა კინაღამ ფილიპს არ გასცილდა.
1180 წლის სექტემბერში ვაჟის გადმობირების შემდეგ იზაბელას ძალაუფლება მკვეთრად შემცირდა, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ როდესაც ფილიპი მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში გაემგზავრა, რეგენტად ტრადიციულად ცოლის ნაცვლად დედა დატოვა. მას შემდეგ რაც ფილიპი საფრანგეთში დაბრუნდა ადელი კვლავ ჩრდილში აღმოჩნდა და კვლავ ცდილობდა ძალაუფლების ჩაგდებას.
დედა-დედოფალი ადელ შამპანელი გარდაიცვალა 1206 წლის 4 ივნისს, 65-66 წლის ასაკში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Garland, Lynda. Byzantine empresses: women and power in Byzantium, AD 527–1204. London, Routledge, 1999.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- http://epistolae.ccnmtl.columbia.edu/woman/32.html დაარქივებული 2016-12-20 საიტზე Wayback Machine.
|