შინაარსზე გადასვლა

უილიამ I დამპყრობელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილიამ I დამპყრობელი

უილიამ I დამპყრობელი (ფრანგ. Guillaume de Normandie, ინგლ. William the Conqueror; 1027 - 1087 9 სექტემბერი) — ინგლისის პირველი ნორმანი მეფე 1066 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე, 1087 წლამდე. 1035 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ასევე იყო ნორმანდიის ჰერცოგი უილიამ II-ის სახელით. რადგან ის უკანონო შვილი იყო ინგლისის დაპყრობამდე მას „უილიამ ნაბიჭვარს“ უწოდებდნენ.

ადრეული ცხოვრება და ოჯახი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უილიამი დაიბადა 1028 წელს[1] (დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. ზოგი ვერსიით, ის დაიბადა 1027 ან 1029 წელს.) ნორმანდიული ქალაქის, ფალეზის ციხეში. ის იყო ნორმანდიის ჰერცოგის, რობერტ I-ისა და ადგილობრივი გლეხი ქალის, არლეტის (იგივე ჰერლევის) უკანონო შვილი. ტრადიციულად, დედამისი ფალეზელი მებაღის შვილად მიიჩნევა, თუმცა ორდერიკ ვიტალისის მიხედვით, უილიამის პაპა, ფულბერი ჰერცოგის სასახლის კამერდინერი იყო.[2] რობერტს ჰყავდა ქალიშვილიც, ადელაიდე, სავარაუდოდ ასევე არლეტისაგან. არლეტი რობერტის სიკვდილის შემდეგ გათხოვდა არლუინ დე კონტევილზე და ოთხი შვილი ჰყავდა, მათ შორის ოდო, მომავალი ბაიოს ეპისკოპოსი და რობერტი, რომელიც შემდეგ გახდა მორტენის გრაფი.[3]

1035 წელს რობერტი წმინდა მიწის მოსალოცად გაემგზავრა და წასვლამდე ნორმანდიელი ბარონები აიძულა უილიამი ეცნოთ მის მემკვიდრედ. დაბრუნებისას, იგი ნიკეაში გარდაიცვალა და საჰერცოგო მცირეწლოვან უილიამს დაუტოვა.

ნორმანდიის ჰერცოგი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნორმანდიის ჰერცოგს მრავალი გეგმა ჰქონდა მათ შორის ინგლისის დაპყრობაც. 1065 წელს ინგლისის მეფე ედუარდ აღმსარებელმა (1042-1066 წწ.) მას მეფედ გახდომა აღუთქვა. თუმცა სიკვდილის წინ პირობა დაარღვია და გვირგვინი გრაფ ჰაროლდ უესექსელს გადასცა. ამან განარისხა უილიამი, ვინაიდან იგი თვლიდა რომ ინგლისი ჩაიბარა. 1066 წლის 27 სექტემბერს ნორმანები ინგლისში, სამხრეთ სასექსში გადასხდანენ და ნორმანდიიდან ჯარის გადმოყვანის მიზნით ჰასტინგზის ციხე ააგეს. 14 ოქტომბერს ჰაროლდი 8 000 კაციანი ინგლისში შეიჭრა. ჰაროლდ უსექსელი ბრძოლაში დაიღუპა. ასევე დაიღუპნენ მისი ძმები გრიტი და ლეოთვინგი. უილიამს უესტმინსტერის სააბატოში გვირგვინი დაადგეს. მოგვიანებით ნორმანებმა ლონდონიც აიღეს. უილიამმა ქვეყნის მართვა ენერგიულად დაიწყო. უილიამის მმართველობის პერიოდში მრავალი ციხესიმაგრე აშენდა. 1070 წელს ჰასტინგსის ციხე ქვით მოპირკეთდა და ახალი სახე მიიღო, სანამ შტორმმა არ დააზიანა ციხის სამხრეთი ნაწილი. იგი იყო ნორმანდიის ჰერცოგიც და ინგლისის მეფეც. 1086 წელს გადასახადების გადიდების მიზნით უილიამმა მოსახლეობის აღწერა ჩაატარა. აღწერის შედეგად შედგენილ ნუსხას ხალხმა „საშინელი სამსჯავროს წიგნი“ უწოდა[4]. გარდაიცვალა 1087 წელს. მის მოღვაწეობას აგრძელებდნენ უილიამ მეორე (1087-1100 წწ.) და ჰენრი I (1100-1135 წწ.). ამ უკანასკნელის მმართველობის დროს ნორმანდიის საჰერცოგოს ძლიერებამ პიკს მიაღწია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. "უილიამ დამპყრობელი" მონარქიის ისტორია
  2. მეთიუ ბენეტი - ნორმანთა ლაშქრობის კამპანიები, 2001, გვ.17
  3. დევიდ დუგლასი - უილიამ დამპყრობელი, 1964, გვ. 382
  4. ,,ისტორია - სრული კურსი აბიტურიენტთათვის", ნუგზარ მოლაშვილი, თბილისი, 2010, ,,ცის ნამი", გვ.97, ISBN 978-9941-419-01-0