რობ ზომბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რობ ზომბი

რობ ზომბი 2009 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რობერტ ბარტლ კამინგზი
დაბ. თარიღი 12 იანვარი, 1965 (1965-01-12) (59 წლის)
დაბ. ადგილი ჰავერჰილი, მასაჩუსეტსი, აშშ
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • მუსიკოსი
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • სცენარისტი
  • კინორეჟისორი
  • პროდიუსერი
  • პროგრამისტი
  • კომპოზიტორი
  • მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 1985-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი robzombie.com
რობ ზომბი ვიკისაწყობში

რობ ზომბი[6](ნამდვილი სახელი რობერტ ბარტლ კამინგზი, ინგლ. Robert Bartleh Cummings;[7][8] დ. 12 იანვარი, 1965) — ამერიკელი მუსიკოსი, კინორეჟისორი და სცენარისტი, რომელმაც სახელი გაითქვა მძიმე მეტალ ჯგუფ White Zombie-ში მოღვაწეობით, ვისთან ერთადაც გამოსცა ოთხი სტუდიური ალბომი. იგი არის ამერიკული როკ ჯგუფ Powerman 500-ის ვოკალისტის, სპაიდერ უანის უფროსი ძმა.[9][10]

1996 წელს ზომბიმ ელის კუპერთან ერთად ჩაწერა პირველი სოლო სიმღერა „Hands of Death (Burn Baby Burn), რომელიც ნომინირებული იქნა გრემიზე. 1997 წელს მუშაობა დაიწყო პირველ სოლო ალბომ Hellbilly Deluxe-ზე, რომელიც გამოვიდა 1998 წლის აგვისტოში და მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა სამ მილიონამდე ასლი. მომდევნო წელს გამოსცა რემიქს-ალბომი, ალბომი შეიცავდა სიმღერებს Hellbilly Deluxe-დან. 2000 წელს მან გადაიღო ფილმი „1000 გვამის სახლი“, მაგრამ პროექტმა მზის შუქი იხილა 2003 წელს. The Sinister Urge (2001) აშშ-ში იქცა ზომბის მეორე პლატინის ალბომად. 2003 წელს წარმოადგინა კომპილაციური ალბომი Past, Present, & Future.

2005 წელს ზომბიმ გადაიღო ფილმის, „1000 გვამის სახლი“ პირდაპირი გაგრძელება სახელწოდებით „ეშმაკის განდევნილები“, რომელსაც წინამორბედთან შედარებით დადებითი შეფასებები ჰხვდა წილად. 2006 წელს გამოსული ალბომი Educated Horses მოხდა Billboard 200-ის საუკეთესო ათეულში. რობიმ გადაწყვიტა ფოკუსირება მოეხდინა სარეჟისორო კარიერაზე და 2007 წელს გადაიღო 1978 წლის საშინელებათა ფილმის „ჰელოუინი“ „რიმეიკი, რომელიც იქცა მის ყველაზე შემოსავლიან ფილმად და მიიღო დადებითი შეფასებები მიმოხილველებისგან. 2009 წელს ამას მოჰყვა გაგრძელება „ჰელოუინი II“ და ანიმაციური ფილმი „ელ სუპერბისტოს მოჩვენებითი სამყარო“. ცოტა ხნის შემდეგ ზომბი კვლავ დაუბრუნდა მუსიკას და გამოუშვა მეოთხე სტუდიური ალბომი Hellbilly Deluxe 2 (2010), ალბომმა აშშ-ში მეათე ადგილს მიაღწია და ამავე რეგიონში გაიყიდა 200,000 ასლი.

2012 წელს გამოსცა მეორე რემიქს-ალბომი Mondo Sex Head და გადაიღო ფილმი „სალემის მბრძანებელი“, ხოლო მომდევნო წელს გამოაქვეყნა მეხუთე სტუდიური ალბომი Venomous Rat Regeneration Vendo. მუსიკალური კარიერის დაწყებიდანვე ზომბის მუსიკა და ლირიკა გამოირჩეოდა საშინელებათა და სამეცნიერო ფანტასტიკური თემებით. ცოცხალი შოუების შესრულებისთვის კრიტიკოსებმა მას მაღალი შეფასებები მისცეს.[11] კარიერის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული აქვს 15 მილიონამდე ალბომი.[12]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gomez, Luis. (9 აგვისტო, 2015) Rob Zombie's Great American Nightmare will amp up intensity in return to Villa Park. Chicago Tribune. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2015.
  2. 2.0 2.1 Torreano, Bradley. Rob Zombie - The Sinister Urge. AllMusic. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2015.
  3. Rob Zombie, Godsmack to headline arena show. The Herald-Dispatch. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2016.
  4. Rob Zombie's Great American Nightmare 2015: Rolling Stone's Best Photos. Rolling Stone (5 ოქტომბერი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-26. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2015.
  5. (2002) Guitar World Presents Nu-Metal. Hal Leonard Corporation, გვ. 146. ISBN 0-634-03287-9. 
  6. Bally, Ron (1 მარტი, 1999). „Goremeister: Rob Zombie has paid his dues. Now it's showtime“. Weekly Wire. Tucson Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 9 ნოემბერი, 2012. ციტატა: „he legally changed his name in 1996“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  7. „Rocker Zombie does horror in Halloween“. MSN. 2007-11-18. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 იანვარი, 2008. ციტირების თარიღი: 2007-12-14. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |archivedate=-ში (დახმარება)
  8. Biography.com Editors. Rob Zombie Biography. A&E Television Networks. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-06. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2016.
  9. თარგი:Cite document
  10. mulatschag. I hit ROB ZOMBIE with a Trashcan!. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2015.
  11. Shock Rocker and Horror Film Director Rob Zombie Full Interview. Film.list.co.uk. ციტირების თარიღი: 2012-04-30.
  12. Rob Zombie - Universal Bio. Universal.
  13. Rob Zombie Already At Work On Sixth Solo Effort. Blabbermouth.net (2014-04-17). ციტირების თარიღი: 2014-04-17.