შინაარსზე გადასვლა

მიჩიგანის შტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მიჩიგანი.
მიჩიგანის შტატი
მიჩიგანის დროშა მიჩიგანის გერბი
მეტსახელი: The Great Lakes State
დევიზი: Si quaeris peninsulam amoenam circumspice და Pure Michigan
დედაქალაქი ლანსინგი[1]
ოფიციალური ენა
გუბერნატორი Gretchen Whitmer
საკანონმდებლო ორგანო მიჩიგანის საკანონმდებლო ორგანო
ფართობი 250 493 კმ²
მოსახლეობა 10 077 331[2] კაცი
უმაღლესი წერტილი არვონი
უდაბლესი წერტილი ერის ტბა
შტატი გახდა 26 იანვარი, 1837
სასაათო სარტყელი ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთი დრო[3] , ცენტრალური სარტყლის დრო[3] , ამერიკა/ნიუ-იორკი და UTC-5
საფოსტო აბრევიატურა MI და Mich.
მოსაზღვრე რეგიონები უისკონსინი, ოჰაიო, ინდიანა, ონტარიო, მინესოტა და ილინოისი
ადმინისტრაციული დაყოფა
სია
საიტი michigan.gov

მიჩიგანი (ინგლ. Michigan) — შტატი აშშ-ში. სახელი ინდიელთა ენაზე Mishigamaw „დიდ წყალს, დიდ ტბას“ ნიშნავს. შტატის მოსახლეობა არის 10,094 მილიონი ადამიანი, აქედან თეთრი 83,4 %, აფროამერიკელი 13,9 %, ლათინურამერიკელი 2,2 %. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს შტატის მოსახლეობის 70,7%-ს. დედაქალაქია ლანსინგი,, ყველაზე დიდი ქალაქი, ეკონომიკური ცენტრი და ნავსადგური – დეტროიტი. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია გრანდ-რაპიდსი, უორენი და ფლინტი.

მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთის ცენტრალურ რეგიონში, დიდ ტბებთან. ესაზღვრება კანადას. შტატის ფართობი შეადგენს 150,8 ათასი კმ²-ს. შტატის ტერიტორია მოიცავს ჰურონს, მიჩიგანსა და ზემო ტბას შორის მდებარე ორ ნახევარკუნძულს. მოსახლეობის 95%-ზე მტი თავმოყრილია სამხრეთ ნახევარკუნძულზე. ჩრდილოეთ ნახევარკუნძული შემოსილია წიწვოვანი ტყით. ზედაპირი უმთავრესად ბორცვიანი ვაკეა. ჰავა ზომიერია.

XVII საუკუნეში აქ დროებითი პოსტები აღმართეს ფრანგმა მკვლევარებმა ბრიულემ, მარკეტმა, ჟოლიემ და ლა-სალმა. 1668 წელს გაჩნდა პირველი დასახლებები; 1701 წელს მიჩიგანი გადავიდა ინგლისელთა ხელში, 1796 — აშშ-ს ტერიტორია. 1837-დან აშშ-ს შტატია.

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ცნობილი ადამიანები — ჯერალდ ფორდი, ჰენრი ფორდი, დაიანა როსი.
  1. https://www.britannica.com/place/Michigan
  2. 2020 United States Census / აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო
  3. 1 2 Determine the time zone for Michigan?მიჩიგანი.
  4. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 48 49 50 51 52 53 54 55 56 57 58 59 60 61 62 63 64 65 66 67 68 69 70 71 72 73 74 75 76 77 78 79 80 81 82 83 Michigan Counties Listმიჩიგანი.