შუახმელეთის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შუახმელეთის ისტორია
The History of Middle-earth
წიგნები
ავტორი ჯ. რ. რ. ტოლკინი
რედაქტორი კრისტოფერ ტოლკინი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
ჟანრი ეპიკური ფენტეზი
ლიტერატურის ანალიზი
გამომცემელი George Allen & Unwin (გაერთიანებული სამეფო)
პირველი გამოცემა 1983 — 1996
მედია მაგარი და რბილი ყდები

შუახმელეთის ისტორია (ინგლ. The History of Middle-earth) — ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ხელნაწერების კრებული, გამოცემული მისი შვილის, კრისტოფერ ტოლკინის მიერ, 1983-1996 წლებში. სერია შედგება 12 ტომისგან, სადაც შეტანილია როგორც მკითხველისათის უკვე ნაცნობი, ასევე უცნობი მასალა - ძირითადად, პირვანდელი სახის მქონე კონცეფციები. ტომებს თან ახლავს ვრცელი კომენტარები, ანალიზი, ამა თუ იმ აბზაცის განხილვა. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ სხვადასხვა ინგლისურ ბიბლიოთეკაში დღემდე ინახება ხელნაწერები, რომელთა შინაარსი ბევრმა არც იცის.

სერიის პირველი ხუთი წიგნი მიმოიხილავს „სილმარილიონის“ და მასთან დაკავშირებული მოვლენების ფაქტებს. შემდეგი ოთხი წიგნი ეხება ბეჭდის ომის მოვლენებს. მეცხრე წიგნში განხილულია ნუმენორის კუნძული. მეათე და მეთერთმეტე ტომები კვლავ უბრუნდება „სილმარილიონის“ მასალას. მეთორმეტე ტომში წარმოდგენილია ინფორმაცია, თუ როგორ იქნა შედგენილი „ბეჭდების მბრძანებლის“ დამატებითი თავები.

წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „დაკარგული მოთხრობების წიგნი 1“ (1983)
  2. „დაკარგული მოთხრობების წიგნი 2“ (1984)
  3. „ბალადები ბელერიანდზე“ (1985)
  4. „შუახმელეთის მოწყობა“ (1986)
  5. „დაკარგული გზა და სხვა ნაწერები“ (1987)
  6. „წყვდიადის დაბრუნება“ („ბეჭდების მბრძანებელი“ ვერ.1) (1988)
  7. „იზენგარდის ღალატი“ („ბეჭდების მბრძანებელი“ ვერ. 2) (1989)
  8. „ბეჭდის ომი“ („ბეჭდების მბრძანებელი“ ვერ. 3) (1990)
  9. „დამარცხებული საურონი“ (აგრეთვე შეტანილია „ბეჭდების მბრძანებლის ისტორია“) (1992)
  10. „მორგოთის ბეჭედი“ (იგივე „სილმარილიონი“ ვერ. 1) (1993)
  11. „ძვირფასი ქვების ომი“ (იგივე „სილმარილიონი“ ვერ. 2) (1994)
  12. „შუახმელეთის ხალხები“ (1996)

2002 წელს აგრეთვე გამოვიდა წიგნი-სარჩევი „შუახმელეთის ისტორია: სარჩევი“.

IX ტომის შემოკლებული ვერსია აგრეთვე გამოვიდა წიგნის მესამე ეპოქის დასასრული სახით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]