ფილოლოგების სიმღერები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფილოლოგების სიმღერები
Songs for the Philologists
SongsForThePhilologists.jpg
ავტორი ჯ.რ.რ. ტოლკინი, ე.ვ. გორდონი და სხვები
ქვეყანა ინგლისი
ენა ინგლისური
გამომცემელი ინგლისური ენის დეპარტამენტი, უნივერსიტეტის კოლეჯი, ლონდონი
გამოცემის თარიღი 1936
მედია მყარი ყდა
მომდევნო ჰობიტი

ფილოლოგების სიმღერები“ (ინგლ. Songs for the Philologists) — ე.უ. გორდონის და ჯ.რ.რ. ტოლკინის ლექსების კრებული, რომელშიც ასევე შეტანილია ხალხური სიმღერები. ეს არის ჯონ ტოლკინის ყველაზე რთულად მოსაძიებელი გამოცემა, რომელიც გავრცელდა 1936 წელს.

კრებულში შეტანილია სულ 30 ლექსი, საიდანაც 13 ეკუთვნის ტოლკინს.

თავდაპირველად წარმოადგენდა გორდონის მიერ 1921-1926 წლებში შეგროვებულ ნაწერებს. ა. სმითის (ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯი), ლიდსის უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტის მიერ იგი 1935-1936 წლებში სტუდენტებს შეზღუდული რაოდენობით დაურიგდა.

ვინაიდან სმითს გორდონისა თუ ტოლკინის ნებართვა გამოცემაზე არ მიუღია, ფართო გავრცელებაში ეს კრებული არ გასულა. ასლების დიდი რაოდენობა განადგურდა, როდესაც უნივერსიტეტის კოლეჯი დაიბომბა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ვარაუდობენ, რომ გადარჩა დაახლოებით 14 ასლი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]