გალადრიელი
გალადრიელი | |
---|---|
სხვა სახელები | ალატარიელი, ალტარიელი, არტანისი, ნერუენი |
წოდებები |
ლორიენის დედოფალი გალადრიმების დედოფალი ნათელის დედოფალი ტყის დედოფალი |
ბიოგრაფიული ცნობები | |
რასა | ელფი |
კულტურა | ნოლდორი / ფინარფინის სასახლე |
დაბადება | 1362, ხეების ეპოქა |
ამანში გამგზავრება | 29 სექტემბერი 3021 |
გალადრიელი (Galadriel) — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. იგი ჩნდება რომანებში „ბეჭდების მბრძანებელი“, „სილმარილიონი“ და „დაუსრულებელი თხზულებები“.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გალადრიელი იყო ელფი, მეფე ფინვესა და ოლვეს შვილიშვილი, ანუ იგი მიეკუთვნოდა როგორც თელერების ასევე ნოლდორთა მოდგმას. გალადრიელი ფინარფინისა და ეარვენის ყველაზე უმცროსი შვილი იყო და ფინროდის, ოროდრეთის, ანგრონდისა და აეგნორის უმცროსი დაც.
გალადრიელმა მეორე ეპოქის VIII საუკუნეში, მონაწილეობა მიიღო ელფთა სამეფო ერეგიონის ჩამოყალიბებაში. როდესაც საურონმა სახე იცვალა და ელფებს მოევლინა როგორც ანატარი (Annatar, სინდარულად „საჩუქრების მბრძანებელი“), გალადრიელმა მაშინვე განსჭვრიტა მისი აზრები და ცდილობდა დანარჩენი ელფები გაეფრთხილებინა. მიუხედავად ამისა, ანათარის(საურონის) გავლენამ ერეგიონში მაინც იმატა და ამიტომ გალადრიელმა დატოვა ეს სამეფო, თავის მეუღლესთან ერთად და გადავიდა ლორიენში, სადაც გაფანტული ტყის ელფები გააერთიანა, რათა მათ საკუთარი სამეფო დაეცვათ. მიუხედავად იმისა, რომ გალადრიელი ფეანორს არ ენდობოდა და მის საქმეებს ეჭვის თავლით უყურებდა, ნოლდორთა ლაშქრობაში სიამაყის გამო მაინც მიიღო მონაწილეობა და გადავიდა შუახმელეთში, სადაც გაიცნო სინდა კელებორნი, რომელიც შეუყვარდა და ცოლად გაჰყვა.
გალადრიელი უკანასკნელი იყო შუახმელეთში, ვისაც საკუთარი თვალით ენახა და მოესმინა ფეანორის ფიცი, რომელიც მან ვალინორში დადო. იგი ატარებდა ელფთა ბეჭედს ნენიას, რომლის დახმარებით იგი ახერხებდა ლოთლორიენში მშვიდობა და სიწმინდე შეენარჩუნებინა. მის გარდა ძალაუფლების ბეჭდებს ატარებდნენ მხოლოდ განდალფი (ბეჭედი ნარია) და ელრონდი (ბეჭედი ვილია).
გალადრიელი, კელებორნთან ერთად, მართავდა ლოთლორიენს, შუახმელეთის მესამე ეპოქის დროს. მას უწოდებდნენ ლორიენის დედოფალს და ტყის ქალბატონს. გალადრიელსა და კელებორნს ჰყავდათ ასული კელებრიანი, რომლის ასულიც იყო არუენი.
საურონის ბეჭდის განადგურების შემდეგ, ელფთა ბეჭდებმაც დაკარგეს ძალა და გალადრიელმა იგრძნო გასული წლების ტვირთი. ორი წლის შემდეგ, რაც ელესარმა იქორწინა არვენზე, გალადრიელმა და კელებორნმა დატოვეს შუახმელეთი და გადავიდნენ ამანში, დასავლეთის წმინდა კონტინენტზე, სადაც არასდროს არც ერთ მოკვდავს დაუდგამს ფეხი.
სხვა სახელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვალინორში გალადრიელს ეწოდებოდა ალთაარიელი (ქუენიურად), აგრეთვე ალატარიელი (ტელერულად), რაც ნიშნავს ბრწყინვალე გვირგვინოსან ქალწულს. შუახმელეთში მას ეწოდა გალადრიელი, რადგან მეფე თინგოლს საკუთარ სამეფოში აკრძალული ჰქონდა სხვა ენების.
ადაპტაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმში ბეჭდების მბრძანებელი გალადრიელი უფრო ხშირად ჩანს, ვიდრე წიგნში, სადაც იგი მხოლოდ ბეჭდის საძმოსა და მეფის დაბრუნებაში გვხვდება. მის როლს ფილმში ასრულებს კეიტ ბლანშეტი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გალადრიელი — საიტზე Tolkien Gateway