აოტრუს და იტრუნის ბალადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„აოტრუს და იტრუნის ბალადა“

2016 წლის გამოცემის წინა ყდა
ავტორი ჯ. რ. რ. ტოლკინი
რედაქტორი ვერლინ ფლიგერი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
თემა კელტური მითოლოგია
ჟანრი ეპიკური პოეზია
გამომცემელი HarperCollins
Houghton Mifflin Harcourt
გამოცემის თარიღი 3 ნოემბერი 2016 (წიგნის სახით, გაერთიანებული სამეფო)
მედია მაგარი ყდა
გვერდი 128
წინამორბედი A Secret Vice
მომდევნო ამბავი ბერენის და ლუთიენისა
ISBN 978-0008202132

აოტრუს და იტრუნის ბალადა“ (ინგლ. The Lay of Aotrou and Itroun) — 508 სტრიქონისგან შემდგარი პოემა, დაწერილი ჯ. რ. რ. ტოლკინის მიერ 1930 წელს, გამოქვეყნებული Welsh Review-ში 1945 წლის დეკემბერში.

პოემა შესრულებულია ბრეტონული ბალადის, XII საუკუნის ინგლისური ჟანრის სტილში და აღწერს გმირული ფასეულობების და ქრისტიანობის კონფლიქტს და მათ დამოკიდებულებას ქორწინების მიმართ.

პოემაში აოტრუ და იტრუნი (ბატონი და მისი მეუღლე) დიდგვაროვანი წარმოშობის წყვილია. შვილები არ ჰყავთ, ამიტომ აოტრუ დახმარებას ალქაჯს სთხოვს. მას შემდეგ, რაც შვილები შეეძინებათ, ალქაჯი ჩნდება და უცხადებს, რომ სინამდვილეში კორიგანია (კელტურ მითოლოგიაში ჯუჯის მსგავსი არსება). შვილების გაჩენის სანაცვლოდ იგი ითხოვს აოტრუს სიყვარულს, მაგრამ უკანასკნელი გასწირავს რაინდულ ღირსებას და არ აუსრულებს დანაპირებს.

სამი დღის შემდეგ აოტრუ იღუპება, ისევე, როგორც მისი ცოლი. მათ ერთად ასაფლავებენ. შვილები ობლდებიან და სიმარტოვეში იზრდებიან[1].

გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბალადა თავდაპირველად დაიბეჭდა The Welsh Review-ში, 1945 წელს. წიგნის ფორმით, ვერლინ ფლიგერის რედაქტირებით, გამოვიდა 2016 წლის 3 ნოემბერს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯეინ ჩენსი, Tolkien's Art (2001) გვ. 122-4