არუენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არუენი
ბიოგრაფიული ცნობები
რასა ნახევარ-ელფი
ნაწარმოები ბეჭდის საძმო (1954)
მეფის დაბრუნება (1955)
დაუსრულებელი თხზულებები

არუენ უნდომიელი (აგრეთვე ცნობილი როგორც არუენი) — გამოგონილი პერსონაჟი პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. რომანში „ბეჭდების მბრძანებელი“ იგი არის ნახევარ-ელფი, რომელიც მესამე ეპოქაში ცხოვრობს.

ლიტერატურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არუენი ელრონდისა და კელებრიანის უმცროსი შვილია. მისი ძმები არიან ტყუპისცალი ელადანი და ელროჰირი. სახელი Ar-wen ნიშნავს „კეთილშობილ ქალწულს“. ნაწარმოების მიხედვით, იგი ატარებს ნიშანს - მწუხრის ვარსკვლავს.

მოთხრობილია[1], რომ არაგორნმა, როდესაც ოცი წელი შეუსრულდა, შუაველში არუენი პირველად იხილა, როდესაც თავად ელრონდის მფარველობის ქვეშ ცხოვრობდა. არუენი მას უმალვე შუყვარდა. გავიდა 30 წელი და ლორიენში ისინი ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ. ნახევარ-ელფმა მას სიყვარულით უპასუხა და კერინ ამროთთან მათ ერთმანეთს შეჰფიცეს, რომ იქორწინებდნენ.

არუენი „ბეჭდების მბრძანებლის“ ტექსტში პირველად ჩნდება შუაველში, როდესაც ელრონდის სახლში ფროდო ბეგინსი გონს მოდის. იგი ნადიმის დროს ელრონდთან ერთად ზის. როდესაც ბეჭდის საძმო ლოთლორიენში შედის, არაგორნი იხსენებს კერინ ამროთზე არუენთან საუბარს.

სანამ არაგორნი მკვდრების ბილიკს დაადგებოდა, მას შეუერთდნენ ჩრდილოელი დუნედაინები, ელადანთან და ელროჰირთან ერთად, რომლებმაც არუენის ძღვენი, შავი ნაჭრის ალამი მოუტანეს. იგი აფრიალებული იქნა პელენორის მინდვრების ბრძოლისას. ალამზე გამოსახული იყო ელენდილის სიმბოლო, მოქარგული მითრილით, ძვირფასი ქვებით და ოქროთი, რაც იყო მეფის დაბრუნების ტრიუმფალური ცნობა.

ბეჭდის ომის შემდეგ არაგორნი გახდა არნორისა და გონდორის კვლავ აღდგენილი სამეფოების მეფე. არუენი მინას ტირითში მოვიდა და მათ იქორწინეს. ნახევარ-ელფმა ფროდოს აჩუქა თეთრი ქვის ყელსაკიდი, რომელიც, როგორც თავად აუხსნა, მოგზაურობისას მიღებული ჭრილობების ტკივილებისგან იხსნიდა.

წიგნში არუენი იშვიათად ფიგურირებს და ითვლება მეოხარისხოვან პერსონაჟად, თუმცა იგი არის არაგორნის შთაგონება და მოტივაცია იმისა, რომ მან აღადგინოს განადგურებული სამეფოები და, ელრონდის ნებართვით, საბოლოოდ შეუერთდეს არუენს.

„ბეჭდების მბრძანებლის“ დანართში მოთხრობილია, რომ არაგორნს და არუენს ჰყავდათ შვილი, ელდარიონი, და სულ მცირე, ორი ასული, რომელთა სახელები უცნობია. IV ეპოქის 121 წელს, არაგორნის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე, კერინ ამროთზე, 2901 წლის ასაკში არუენის სიცოცხლეს აღესრულა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Lord of the Rings, Appendix A, part I.v.