ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯ. რ. რ. ტოლკინი)
ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი
ბრიტ. ინგლ. John Ronald Reuel Tolkien
დაბადების თარიღი 3 იანვარი, 1892(1892-01-03)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21]
დაბადების ადგილი ბლუმფონტეინი, ორანჟის თავისუფალი სახელმწიფო[1] [22] [23] [3] [24]
გარდაცვალების თარიღი 2 სექტემბერი, 1973(1973-09-02)[1] [2] [25] [4] [5] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბორნმუთი[26] [27] [28]
დასაფლავებულია ვულვერკოუტის სასაფლაო
ფსევდონიმი ოქსიმორი
საქმიანობა ენათმეცნიერი, პოეტი, უნივერსიტეტის პროფესორი, საბავშვო მწერალი, მთარგმნელი[19] , ლიტერატურული კრიტიკოსი, ესეისტი, ოფიცერი, ავტორი[29] , მწერალი[19] , ისტორიკოსი[19] , ილუსტრატორი[19] , მასწავლებელი[19] , პროზაიკოსი და ფილოლოგი[30]
ენა ინგლისური ენა
ეროვნება ინგლისელები[31]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი ოქსფორდის უნივერსიტეტი, ექსეტერ-კოლეჯი, მეფე ედვარდის სკოლა[32] და წმინდა ფილიპეს სკოლა
ჟანრი ფენტეზი, საბავშვო ლიტერატურა, პოეზია და პროზა
Magnum opus „ჰობიტი“
„ბეჭდების მბრძანებელი“
„სილმარილიონი“
ჯილდოები ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კომანდორი[33], პრომეთეს ჯილდო - დიდების დარბაზი, ნებულას ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის[34] , ნებულას ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის[34] , ლოკუსის პრემია საუკეთესო ფენტეზის ჟანრის რომანისათვის[35] , ნებულას ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის[34] , ჰიუგოს პრემია საუკეთესო დადგმისთვის[36] , ჰუგოს პრემია საუკეთესო დადგმისთვის[37] , ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი[38] [39], სამეცნიერო ფანტასტიკის და ფენტეზის დიდების დარბაზი[40] , ჰუგოს პრემია საუკეთესო დადგმისთვის[41] , ფანტასტიკის საერთაშორისო პრემია[42] და დიტმარის პრემია[43]
მეუღლე ედით ტოლკინი
შვილ(ებ)ი ჯონ ფრენსის რუელ ტოლკინი, მაიკლ ტოლკინი[7] , კრისტოფერ ტოლკინი[7] [44] და პრისცილა მერი ენ რუელ ტოლკინი[7]
საიტი tolkienestate.com

ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი (ინგლ. John Ronald Reuel Tolkien[49]; დ. 3 იანვარი, 1892 — გ. 2 სექტემბერი, 1973) — ინგლისელი ფილოლოგი, მწერალი და პროფესორი, წიგნების „ჰობიტი“ და „ბეჭდების მბრძანებელი“ ავტორი.

ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერი. იგი იყო ანგლო-საქსონური ენის (1925-1945 წლებში) მკვლევარი და პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში და ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროფესორი (1945-1959). ტოლკინი იყო კლაივ ლუისის მეგობარი — ორივე იყო ლიტერატორთა მცირე ჯგუფ „ინკლინგების“ წევრი.

„ჰობიტისა“ და „ბეჭდების მბრძანებლის“ გარდა, მან დაწერა მითოლოგიური ჟანრის „სილმარილიონი“ და სხვა წიგნები, რომელთა ნაწილი მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. ყველაფერი ერთად მეტწილად დაფუძნებულია გამოგონილ და რეალურ ამბებზე, გამოგონილ ენებზე და ლიტერატურულ ესეებზე, რომლებიც მოგვითხრობენ არდის სამყაროზე და შუახმელეთზე. ტოლკინის გარდაცვალების შემდეგ, ამ წიგნების გამოცემაზე მუშაობდა მისი შვილი კრისტოფერ ტოლკინი.

ტოლკინის ნაწარმოებმა გავლენა იქონიეს მსოფლიო ლიტერატურაზე, უპირველეს ყოვლისა, ე. წ. „ფენტეზის“ ჟანრზე, ასევე ხელოვნების სხვა დარგებზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჯახის წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილია, რომ მამის მხრიდან ტოლკინის წინაპრები იყვნენ ხელოსნები. ტოლკინთან გვარი მომდინარეობს საქსონიიდან (გერმანია), მაგრამ XVIII საუკუნიდან ისინი დასახლდნენ ინგლისში და მალე აითვისეს იქაური გარემო.[50] გვარი Tolkien არის გერმანული ზედმეტსახელის Tollkühn (უგონოდ მამაცი) [51] ინგლისური ვერსია. ბავშვობაში ჯონს ბებია უყვებოდა, რომ მათი გვარი წარმოიშვა ცნობილი ჰოენცოლერნებისგან.

ჯონის ბებია და პაპა, ჯონ და ედით საფილდები იყვნენ ბაპტისტები და ცხოვრობდნენ ბირმინგემში, სადაც 1812 წლიდან ფლობდნენ მსხვილ მაღაზიას პირდაპირ ქალაქის ცენტრში. XIX საუკუნიდან იმავე შენობაში მათ რამდენიმე სხვა ბიზნესიც ჰქონდათ. 1810 წლიდან ჯონის დიდი-დიდი პაპა უილიამ საფილდი იქ წიგნებისა და საკანცელარიო საქონლის მაღაზიას ფლობდა, ხოლო 1826 წლიდან ჯონი დიდი პაპა, რომელსაც ასევე ჯონი ერქვა, იქ ქსოვილებისა და ტრიკოტაჟის მაღაზიას ფლობდა.[52]

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1892 წლის საფოსტო ბარათი ბლუმფონტეინში ტოლკინების ოჯახის ფერადი გამოსახულებით, რომელიც მათ ნათესავებს, ბირმინგემში გაუგზავნეს

ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი დაიბადა 1892 წლის 3 იანვარტს, ბლუმფონტეინში, სამხრეთ აფრიკაში, ართურ რუელ ტოლკინის (1857–1896), წარმოშობით ინგლისელი ბანკის მმართველისა და მისი მეუღლის, მეიბლის (ქორწინებამდე - საფილდის, 1870–1904) ოჯახში. ინგლისი მათ დატოვეს, ვინაიდან ართური გადაყვანილი იქნა თავისი ბანკის ბლუმფონტეინის ოფისში. ჯონს ჰყავდა ერთი დედმამიშვილი, უმცროსი ძმა ჰილარი, დაბადებული 1894 წლის 17 თებერვალს.

ბავშვობაში ჯონს ბაღში უკბინა დიდმა ობობამ - ბევრი თვლის, რომ ამ მოვლენამ გავლენა იქონია მის ლიტერატურულ შემოქმედებაზეც, თუმცა ჯონი ამბობდა, რომ ამ შემთხვევაზე მოგონებები არ ჰქონია და არც ობობებისადმი ზიზღი გასჩენია. ერთ-ერთი ინციდენტი ასევე იყო ოჯახის ახლობელი ბიჭუნას მიერ ჯონის საკუთარ კრაალში წაყვანა და მისი მეორე დილით დაბრუნება.[53]

სამი წლის ასაკში ჯონი დაუბრუნდა სამშობლოს დედასთან და ძმასთან ერთად. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ოჯახის წევრთა ხანგრძლივი გაცნობა, მაგრამ ამასობაში მამა რევმატული ანთების გამო გარდაიცვალა სამხრეთ აფრიკაში.[54] ოჯახი შემოსვლის გარეშე დარჩა და დედა შვილებთან ერთად დასახლდა კინგს ჰითში (ბირმინგემი).[55] წლების შემდეგ, 1896 წელს ისინი გადავიდნენ სერჰოლზე, რომელიც იმ პერიოდში ვორსტერის სოფელი იყო, მოგვიანებით მიერთებული ბირმინგებზე.[56] პატარა ჯონი სიამოვნებით იკვლევდა სერჰოლის წისქვილსა და მოუზლის ჭაობს და კლენტ, ლიკისა და მალვერნ ჰილზს - ამ ყველაფერმა მოგვიანებით გავლენა იქონია მის ნაწარმოებზე, ისევე როგორც ვორსტერის ქალაქებმა და სოფლებმა - ბრომსგროუმ, ალსტერმა და ალვერჩერჩმა. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი დეიდა ჯეინის კუთვნილი ბეგ ენდის ფერმა, რომლის სახელმაც მოგვიანებით ბილბო ბეგინსის საგვარეულო სახლის სახელწოდებად გადაინაცვლა.[57]

მეიბლი თავად ზრუნავდა ბიჭების განათლებაზე და რონალდი [58](როგორც ჯონს უწოდებდნენ ოჯახში) ბეჯითი მოსწავლე იყო. თავის შვილში მეიბლმა გააღვიძა ინტერესი ბოტანიკის მიმართ და შეაყვარა მცენარეები. ბავშვობაში ტოლკინი ხატავდა სხვადასხვა ხედებსა და ხეებს, მაგრამ ყველაზე დიდ ინტერესს იჩენდა ენების მიმართ და ლათინური ენის საფუძვლები დედისგან სწორედ ამ პერიოდში შეისწავლა.[59] 4 წლის ასაკში იგი უკვე კითხულობდა, მოგვიანებით კი სწრაფად წერაც ისწავლა. დედის ნებართვით, მრავალი წიგნი წაიკითხა. არ მოსწონდა „განძთა კუნძული“ და „ჰამელინელი მესტვირე“, ისევე როგორც „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ (რომელსაც თვლიდა გასართობ, მაგრამ შემაწუხებელ წიგნად). მოსწონდა ისტორიები წითელ ინდიელებზე და ჯორჯ მაკდონალდის მოთხრობები [60]. ამასთან, მისთვის მნიშვნელოვანი იყო ენდრიუ ლენგის ზღაპრები, რამაც ასევე დიდი გავლენა იქონია მის შემოქმედებაზე.[61]

ბირმინგემის ორატორია, სადაც ჯონი იყო მრევლი (1902–1911)
მეფე ედვარდის სკოლა ბირმინგემში, ჯონის სტუდენტობის ადგილი (1900–1902, 1903–1911)

ტოლკინი სწავლობდა მეფე ედვარდის სახელობის ბირმინგემის სკოლაში, მოგვიანებით კი - წმ. ფილიპეს სკოლაში. მან წარმატებით მოიპოვა დაფინანსება და დაუბრუნდა მეფე ედვარდის სკოლას.

1900 წელს მეიბლ ტოლკინმა კათოლიკური კურთხევა მიიღო, მიუხედავად მისი ბაპტისტური ოჯახის წინააღმდეგობებისა. უკანასკნელმა შეწყვიტა მისი ფინანსური მხარდაჭერა. 1904 წელს, როდესაც ჯონი 12 წლის იყო, დედა გარდაიცვალა 34 წლის ასაკში - მწვავე დიაბეტით, რედნელში, კოტეჯში, რომელსაც იმ პერიოდში ქირაობდა. ჯონი ცხრა წლის შემდეგ წერდა - „ჩემი საყვარელი დედა იყო წამებული, ღმერთი ყველას არ აძლევს თავისი დიდი საჩუქრების გაცემის საშუალებას, ისე როგორც ჩემი და ჰილარის შემთხვევაში იყო - ჩვენ გვყავდა დედა, რომელმაც შრომითა და გაჭირვებით თავი მოიკლა, რათა რწმენა გვქონოდა“.

გარდაცვალებამდე მეიბლმა ბიჭუნებზე მეურვეობა გადასცა ფრენსის ქსავიე მორგანს, ბირმინგემის ეკლესიის მოძღვარს, რომელმაც იზრუნა მათი კათოლიკური წესით აღზრდაზე. ჯონი იზრდებოდა ბირმინგემის რაიონ ეჯბესტონში, ეჯბესტონის წყალსადენთან, რომელმაც გავლენა იქონია მის ნაწარმოებებში ბნელი კოშკების შექმნაზე. 1908წლიდან ბირმინგემის მუზეუმსა და სამხატვრო გალერეაში წარმოდგენილი იყო ედვარდ ბერნ-ჯონსისა და სხვა შემოქმედთა შუასაუკუნოვანი ნახატები, რამაც ასევე თავისი კვალი დატოვა ჯონის შემდგომ შემოქმედებაზე.

ახალგაზრდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1911 წელს მეფე ედვარდის სკოლაში სწავლისას ტოლკინმა და მისმა მეგობრებმა, რობ გილსონმა, ჯეფრი სმითმა და კრისტოფერ უაიზმენმა ჩამოაყალიბეს ნახევრად გასაიდუმლოებული საზოგადოება T.C.B.S. - ეს იყო ფრაზის Tea Club and Barrovian Society (ჩაის კლუბი და ბაროვიული საზოგადოება) შემოკლება. ასეთი სახელწოდებით ისინი ხაზს უსვამდნენ სკოლასთან ახლოს მდებარე ბარებსა და სკოლის ბიბლიოთეკაში მათ მიერ ჩაის სმის ტრადიციას. სკოლის დასრულების შემდეგ წევრები კვლავ ურთიერთობდნენ და 1914 წელს ლონდონში, უაიზმენის სახლში გამართეს დიდი „საბჭო“. ტოლკინზე ამ შეხვედრამ უშუალო გავლენა იქონია და შთააგონა ლექსების წერა.

1911 წლის ზაფხულში ტოლკინი ისვენებდა შვეიცარიაში — ამ მოგზაურობას იგი იხსენებდა 1968 წლის წერილში, სადაც აღნიშნავდა, რომ ბილბოს მოგზაურობა ნისლიან მთებში ეფუძნება 12 კაცისგან შემდგარი ჯგუფის მოგზაურობას ლაუტერბრუნენში და მურენის მორენებს მიღმა დაბანაკების ამბავს. 57 წლის შემდეგ ტოლკინი იხსენებდა, თუ როგორ განიცდიდა იუნგფრაუსა და ზილბერჰორნის დათოვლილი წვერების მიტოვებას. პატარა შაიდეგიდან მოგზაურები ასევე გრინდელვალდში გადავიდნენ, ეწვივნენ ალეტჩის მყინვარებსა და ცერმატს.

იმავე წლის ოქტომბერში ტოლკინმა დაიწყო სწავლა ექსეტერის კოლეჯში, ოქსფორდში. თავდაპირველად სწავლობდა კლასიკურ ლიტერატურას, მაგრამ 1913 წელს გადავიდა ინგლისური ენისა და ლიტერატურის კურსზე. 1915 წელს, კოლეჯის დასრულებისას, გამოცდებზე მან მიიღო უმაღლესი ქულები.

არშიყობა და ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

16 წლის ასაკში ჯონმა გაიცნო ედით მერი ბრეტი, რომელიც მასზე სამი წლით უფროსი იყო. ეს მოხდა პანსიონში, რომელშიც ჯონი ჰილარისთან ერთად ისვენებდა. ტოლკინის ოფიციალურ ბიოგრაფიაში, რომელიც ჰემფრი კარპენტერის მიერ არის შედგენილი, ნახსენებია, რომ ამ ორს შორის წარმოიშვა რომანტიკული ურთიერთობები. მათ ბევრი რამ ჰქონდათ საერთო და ბევრი რამ სჭირდებოდათ, რაც ერთმანეთში ნახეს. 1909 წლის ზაფხულში ისინი მიხვდნენ, რომ ერთმანეთი უყვარდათ.

ფრენსის მორგანი, ჯონის მეურვე ედითს თვლიდა ტოლკინის სასკოლო საქმიანობაში ხელშემშლელ ფაქტორად და შოკირებული იყო, რომ მისი აღსაზრდელი შეყვარებული იყო პროტესტანტ გოგონაზე. იგი უკრძალავდა ჯონს მასთან შეხვედრას, საუბარს ან მიმოწერას 21 წლის ასაკამდე. თუმცა, ჯონი მაინც ახერხებდა ედითთან მიმოწერას, მანამ სანამ ერთხელ მორგანი არ დაემუქრა მისი უნივერსიტეტული კარიერის დასრულებით.

21-ე დაბადების დღის საღამოს ტოლკინმა ედითს მისწერა წერილი, სადაც კიდევ ერთხელ გამოუტყდა სიყვარულში და ცოლობა სთხოვა. ედითმა უპასუხა, რომ ამასობაში უკვე სხვის ცოლობაზე დათანხმდა - მხოლოდ იმიტომ, რომ ფიქრობდა, თითქოს ჯონმა იგი დაივიწყა. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს მატარებლის ხიდთან და კვლავ იგრძნეს სიახლოვე. ედითმა საქმროს ბეჭედი დაუბრუნდა და განაცხადა, რომ ჯონს მიჰყვებოდა. ამას ასევე მოჰყვა ის, რომ მან ჯონის თხოვნით კათოლიკედ მოინათლა. მისი სახლის პატრონი, რომელიც პროტესტანტი იყო, ამან ძლიერ გააღიზიანა და როგორც კი ედითმა შესძლო სხვა საცხოვრებლის პოვნა, მან გამოასახლა იგი.

ედითი და ჯონი დაინიშნენ ბირმინგემში, 1913 წლის იანვარში და იქორწინეს უორვიკში, წმ. მარიამის უმწიკლო კათოლიკურ ეკლესიაში, 1916 წლის 22 მარტს.

I მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1914 წელს ბრიტანეთი ჩაერთო I მსოფლიო ომის მოვლენებში. ტოლკინის ნათესავები შოკირებულები იყვნენ იმის გამო, რომ მან უარი განაცხადა ჯარში პირდაპირ წასვლაზე და მოითხოვა სამხედრო სამსახურის 1915 წლის ივლისამდე (ანუ სწავლის დასრულებამდე) გადავადება. მოგვიანებით იგი ლანკაშირელი ფუზილიერების მეორე ლეიტენანტად იქნა დანიშნული. სტაფორდშირში იგი მე-13 ბატალიონთან ერთად 11 თვიან მომზადებას გადიოდა. ედითთან წერილში ის ჩიოდა — „ზემდგომთა შორის ჯენტლმენობა იშვიათია, ადამიანობა კი უფრო მეტად“. შემდეგ ტოლკინი გადაყვანილი იქნა ბრიტანეთის მოძრავი ძალების 11-ე ბატალიონში და დაბანაკდა მათთან ერთად საფრანგეთში, 1916 წლის 4 ივნისს. ბრიტანეთის დატოვებით შთაგონებულმა მან მოგვიანებით დაწერა ლექსი „ეული კუნძული“. ის წერდა - „უმცროს ოფიცრებს კლავდნენ, წუთში ათი იღუპებოდა. იმ პერიოდში მეუღლის დატოვება ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო“.

ომში ჯონის ყოფნის პერიოდი ედითის ცხოვრებაში მძიმე იყო — შიშობდა ყოველ წამს, რომ მის კარზე დააკაკუნებდნენ და აცნობდნენ ქმრის დაღუპვის შესახებ. წერილების გადაგზავნისას ბრიტანული ფოსტის თანამშრომლები ყველაფერს ამოწმებდნენ — ყოველი წერილი საჭიროების შემთხვევაში, ცენზურას გადიოდა. მაგრამ ტოლკინებმა შეიმუშავეს საიდუმლო კოდირება, რომელსაც წერილებს თან ატანდნენ. ასე ედითს შეეძლო, დაედგინა, თუ სად იმყოფებოდა მისი მეუღლე.

1916 წლის 27 ოქტომბერს ჯონი დაავადდა სანგრის ციებ-ცხელებით, რომელიც გადაჰქონდათ სანგრებში გავრცელებულ ტილებს. 1916 წლის 8 ნოემბერს ტოლკინი დააბრუნეს ინგლისში. T.C.B.S.-დან მისთვის ახლობელი თითქმის ყველა მეგობარი ომში იქნა მოკლული.

შინაური ფრონტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასუსტებული ჯონი ომის უკანასკნელ პერიოდს ატარებდა საავადმყოფოებსა და გარნიზონის მოვალეობის შესრულებაში, ვინაიდან ძირითადი სამხედრო სამსახურისათვის უვარგი გახდა.

ლიტლ ჰეივუდში (სტაფორდშირი) ერთ-ერთი სტუმრობისას მან დაიწყო მუშაობა წიგნზე, რომელსაც შემდგომში დაკარგული მოთხრობების წიგნი ეწოდა და აღწერა გონდოლინის დაცემა. 1917–1918 წლებში იგი კვლავ მკურნალობდა, მაგრამ რა მომჯობინდა, გადაყვანილი იქნა ლეიტენანტად, რათა სხვადასხვა ადგილობრივ ბანაკში ემსახურა. ამ პერიოდში ტოლკინებს ეყოლა პირველი შვილი, ჯონ ფრენსის რუელ ტოლკინი.

ერთხელ ტოლკინები სტუმრობდნენ კინგსტონს, სადაც ტყეში სეირნობდნენ. ჯონის წინაშე ედითმა ცეკვა დაიწყო. 1971 წელს ჯონი იხსენებდა, რომ მეუღლეს „ლუთიენს“ არასოდეს უწოდებდა, მაგრამ სწორედ ის იქცა მისთვის ამ ცეკვით პერსონაჟის პირველი გამოჩენის გავლენად (სილმარილიონში ბერენი ასე იხილავს პირველად ლუთიენს): „თმა მისი იმ დროს შავი იყო, კანი - ნათელი, თვალები - ისეთ კაშკაშა, რომ მსგავსი არ გინახავთ, და მას შეეძლო სიმღერა - და ცეკვა. მაგრამ ამბავმა გადაუხვია და დავრჩი მე, რომელიც ულმობელ მანდოსს თხოვნით ვერ მიმართავს“.

აკადემიური მუშაობა და მწერლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონის პირველი საჯარო ნაშრომი ომის შემდეგ იყო „ოქსფორდის ინგლისური ლექსიკონი“, რომელშიც წარმოდგენილი იქნა გერმანული წარმოშობის სიტყვების ისტორიისა და ეტიმოლოგიის კვლევა, დაწყებული W ასოთი. 1920 წელს მან ლიდსის უნივერსიტეტში ინგლისური ენის ლექტორის ადგილი დაიკავა და იმ დროისათვის იყო ამ უნივერსიტეტის ყველაზე ახალგაზრდა პროფესორი. ლიდსის პერიოდში გამოიცა „შუა საუკუნეების ინგლისური ენის ლექსიკონი“. ე. გორდონთან თნამშრომლობით ასევე გამოვიდა „სერ გავეინი და მწვანე რაინდი“. ძველი ინგლისურიდან მან ასევე თარგმნა „პერლი“ და „სერ ორფეო“. 1925 წელს იგი დაუბრუნდა ოქსფორდს, როგორც ანგლო-საქსონური ენების პროფესორი.

ამ პერიოდში, ნორთმურის 20-ში, ჩრდილოეთ ოქსფორდში ცხოვრებისას (2002 წელს ამ სახლზე საპატიო დაფა გაიხსნა) ტოლკინმა დაწერა „ჰობიტი“ და „ბეჭდების მბრძანებლის“ პირველი ომი ტომი. 1932 წელს მან გამოსცა ფილოლოგიური ესე სახელის „ნოდენსი“ შესახებ.

1936 წელს მან წაიკითხა ლექცია „ბეოვულფი: ურჩხულები და კრიტიკოსები“, რასაც მოჰყვა თავად ბეოვულფის კვლევა. ლუის ნიკოლსონის თქმით, ტოლკინის მიერ დაწერილი სტატია ითვლება ახალ ეტაპად ბეოვულფის კრიტიკის სფეროში. იგი ხაზს უსვამდა, რომ ტოლკინმა, მის ლინგვისტურ ელემენტებთან ერთად, წარმოაჩინა ნაშრომის პოეტური პირველობა. იმ პერიოდში სასკოლო სისტემამ გააპროტესტა „ბეოვულფი“ ურჩხულებთან ბავშვური ბრძოლების გამო, რომელიც უფრო გამოკვეთილი იყო, ვიდრე რეალისტური საბრძოლო ბრძოლები. ტოლკინი ეწინააღმდეგებოდა კრიტიკოსთა აზრს და თვლიდა, რომ პოემის ავტორი თავისი ნაშრომით მიმართავდა ზოგადად კაცობრიობას და ურჩხულები მასში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. ჯონი ამბობდა: „ბეოვულფი არის ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო“. პოემის გავლენა იგრძნობა შუახმელეთის აღწერისას. 2003 წელს ტოლკინის ხელნაწერი ვერსია და კომენტარები ბეოვულფის შესახებ აღმოჩენილი იქნა ბოდლიანურ ბიბლიოთეკაში. ეს იყო 2000 გვერდამდე ხელნაწერი მასალა.

II მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1939 წელს, II მსოფლიო ომის პერიოდში ტოლკინს უნდა ემსახურა კრიპტოგრაფიულ დეპარტამენტში თუმცა უცნობი მიზეზით, როგორც ცნობილია, ჯონმა უარი თქვა 500 გირვანქიან სამუშაოაზე. მიუხედავად იმისა, რომ იგი აკრიტიკებდა ჰიტლერსა და ნაციზმს, იგი ასევე უარყოფითად საუბრობდა გერმანიაზე საჰაერო იერიშებზე.

1945 წელს ჯონი სამუშაოდ გადავიდა ოქსფორდში, მერტონის კოლეჯში. ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროფესორის სახით მან იქ 1959 წლამდე იმუშავა. დუბლინის უნივერსიტეტის კოლეჯში იგი წლების მანძილზე საგამოცდო კომისიის მოწვეულ წევრად მუშაობდა. 1954 წელს მან ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტისგან მიიღო საპატიო წოდება. 1948 წელს „ბეჭდების მბრძანებელი“ მას დასრულებული ჰქონდა, თითქმის 10 წლიანი მუშაობის შემდეგ. 1966 წელს მან ასევე იმუშავა იონას წიგნის თარგმანზე, „იერუსალიმური ბიბლიისათვის“.

ოჯახის გაფართოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტოლკინებს სულ ოთხი შვილი შეეძინათ: ჯონ ფრენსის რუელი (17 ნოემბერი 1917— 22 იანვარი 2003), მაიკლ ჰილარი რუელი (22 ოქტომბერი 1920 — 27 თებერვალი 1984), კრისტოფერ ჯონ რუელი (21 ნოემბერი 1924) და პრისცილა მერი ენ რუელი (18 ივნისი 1929). ტოლკინი ძალიან ზრუნავდა თავის შვილებზე და შობის პაპის სახელით უგზავნიდა სახალისო საშობაო წერილებს, რომლებიც მოგვიანებით გამოიცა წიგნის „შობის პაპის წერილები“ სახით.

კარიერის ბოლო წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1959 წლიდან 1973 წელს გარდაცვალებამდე ტოლკინისადმი დიდი საჯარო ინტერესი იგრძნობოდა. მისი წიგნები იმდენად პოპულარული იყო, რომ ჯონმა ინანა, რომ სასწავლებელი უფრო ადრე არ დატოვა. თავდაპირველად მას ჰქონდა მიმოწერა მკითხველებთან, სადაც მათ კითხვებზე პასუხებს წერდა, მაგრამ მოგვიანებით 1960-იანი წლების კონტრკულტურის ფონზე თავისი რომანების პოპულარობით უკმაყოფილო ჩანდა. თავისი საკულტო სტატუსით ჯონი უკვე შეწუხებულიც იყო. მოყვარულთა დაინტერესება ტოლკინით იმდენად დიდი იყო, რომ იგი იძულებული იქნა, სატელეფონო ცნობარებიდან ამოეღო თავისი საკონტაქტო ნომერი. ედითთან ერთად ის გადასახლდა ბორნმუთში, რომელსაც იმ პერიოდში ბრიტანეთის მაღალი ფენები ფლობდნენ. ტოლკინის, როგორც გაყიდვადი ავტორის სტატუსმა მათ ახალ საზოგადოებაში მოხვედრის საშუალება მისცა, მაგრამ ჯონს კვლავ ენატრებოდა თავისი მეგობრები.

1972 წლის 1 იანვარს დედოფალმა ელისაბედ II-მ ტოლკინს მიანიჭა ბრიტანეთის იმპერიის კომანდორის წოდება. ჯონმა ამის დამადასტურებელი ნიშანი მიიღო იმავე წლის 28 მარტს. იმავე წელს ოქსფორდის უნივერსიტეტმა მას მიანიჭა მწერლობის დოქტორის წოდება.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯონისა და ედით ტოლკინების საფლავი, ვულვერკოუტის სასაფლაო, ოქსფორდი

ტოლკინის მეუღლე, ედითი, გარდაიცვალა 1971 წლის 29 ნოემბერს, 82 წლის ასაკში.[62] ვულვერკოუტის სასაფლაოზე დასაფლავებული ედითის საფლავის ქვაზე ჯონის თხოვნით ამოიკვეთა სახელი „ლუთიენი“. 21 თვის შემდეგ ჯონი, 81 წლის ასაკში, 1973 წლის 2 სექტემბერს გარდაიცვალა. იგი იგივე საფლავში იქნა დაკრძალული, ხოლო საფლავის ქვაზე ამოტვიფრული იქნა „ბერენი“:

ედით მერი ტოლკინი
ლუთიენი
1889–1971
ჯონ რონალდ
რუელ ტოლკინი
ბერენი
1892–1973

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118623222 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Tolkiens Reise nach Mittelerde: Ein neuer Blick in die Welten J.R.R. Tolkiens — 1 — Kow: Heel Verlag, 2013. — S. 2. — 338 გვრ. — ISBN 978-3-86852-826-8
  4. 4.0 4.1 J.R.R. Tolkien
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. Encyclopædia UniversalisEncyclopædia Britannica.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 Lundy D. R. The Peerage
  8. 8.0 8.1 Find a Grave — 1996.
  9. 9.0 9.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  10. 10.0 10.1 BD Gest'
  11. 11.0 11.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  12. 12.0 12.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  13. 13.0 13.1 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  14. 14.0 14.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  15. 15.0 15.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  16. 16.0 16.1 GeneaStar
  17. 17.0 17.1 Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  18. 18.0 18.1 Babelio — 2007.
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 19.5 19.6 The Fine Art Archive — 2003.
  20. 20.0 20.1 Munzinger Personen
  21. ПроДетЛит — 2019.
  22. http://www.britannica.com/EBchecked/topic/598643/JRR-Tolkien
  23. http://news.bbc.co.uk/cbbcnews/hi/find_out/guides/uk/jrr_tolkien/newsid_2388000/2388813.stm
  24. https://web.archive.org/web/20171006145556/http://jeugdliteratuur.org/auteurs/john-ronald-reuel-tolkien
  25. Tolkiens Reise nach Mittelerde: Ein neuer Blick in die Welten J.R.R. Tolkiens — 1 — Kow: Heel Verlag, 2013. — S. 33. — 338 გვრ. — ISBN 978-3-86852-826-8
  26. http://www.history.com/this-day-in-history/third-and-final-lord-of-the-rings-movie-opens
  27. http://amsaw.org/amsaw-ithappenedinhistory-010305-tolkien.html
  28. http://www.irishexaminer.com/ireland/michael-schumacher-racing-driver-is-44-today-218391.html
  29. http://www.bbc.co.uk/news/uk-england-19317810
  30. Czech National Authority Database
  31. Tolkien J. R. R. The Letters of J. R. R. Tolkien / H. Carpenter, C. TolkienGeorge Allen & Unwin, Houghton Mifflin Harcourt, 1981.
  32. (unspecified title) — გვ. 7. — ISBN 0-345-21550-8
  33. The London Gazette 45554 — გამ. 45554. — გვ. 9.
  34. 34.0 34.1 34.2 https://nebulas.sfwa.org/award/best-script/
  35. https://web.archive.org/web/20081201034720/http://www.locusmag.com/SFAwards/Db/LocusWinsByCategory.html#nvlf#nvlf
  36. https://www.thehugoawards.org/hugo-history/2002-hugo-awards/
  37. https://www.thehugoawards.org/hugo-history/2003-hugo-awards/
  38. The Author: TimelineThe Tolkien Society.
  39. J.R.R. Tolkien ChronologyDallas Baptist University.
  40. https://locusmag.com/2013/06/2013-science-fiction-hall-of-fame-inductees/
  41. https://www.thehugoawards.org/hugo-history/2004-hugo-awards/
  42. http://www.gostak.org.uk/ifa/ifaindex.htm
  43. https://www.sfadb.com/Ditmar_Awards_1978
  44. (unspecified title) — გვ. 23.
  45. 45.00 45.01 45.02 45.03 45.04 45.05 45.06 45.07 45.08 45.09 45.10 45.11 45.12 45.13 White M. The Life and Work of J.R.R. Tolkien — 2002. — ISBN 0-02-864285-6
  46. 46.0 46.1 https://www.goodreads.com/book/show/331029.The_Marvellous_Land_of_Snergs
  47. 47.0 47.1 https://www.reddit.com/r/tolkienfans/comments/ji47vt/did_tolkien_ever_write_to_or_about_gk_chesterton/?rdt=46664
  48. 48.0 48.1 Petty A. C. Identifying England's Lonnrot — 2004. — ტ. 1, გამ. 1. — გვ. 69–84. — doi:10.1353/TKS.2004.0014
  49. თავად ტოლკინი საკუთარ გვარს წარმოთქვამდა ˈtɒlkiːn, ფონეტიკური ტრანსკრიფცია წარმოდგენილია „წყვდიადის დაბრუნების“ ილუსტრაციაზე [რედ] კრისტოფერ ტოლკინი. ლონდონი: Unwin Hyman, [25 აგვისტო] 1988. (შუახმელეთის ისტორია; 6) ISBN 0-04-440162-0. მახვილის ადგილი ბოლომდე არ არის ცნობილი: ოჯახის წევრები იყენებენ მეორე მარცვლის მახვილს (tol-KEEN-ს და არა TOL-keen-ს). ამერიკულ სასაუბრო ვარიანტში ჟღერს ˈtoʊlkiːn. ასეთი წარმოთქმით წარმოიშვა ანალოგიები სიტყვებთან toll და polka, ან, იმიტომ, რომ ამერიკის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი [ɒ] და [ɔː] ტიპების ხმოვნებს არ იყენებს; ამიტომ მათ ფონოლოგიაში ეს არის ყველაზე ახლო ვარიანტი ბრიტანულ წარმოთქმასთან. უელსი, ჯონ. 1990. Longman pronunciation dictionary. ჰარლოუ: Longman, ISBN 0-582-05383-8
  50. Letters, no. 165.
  51. „Ash nazg gimbatul“. Der Spiegel (German) (35/1969). 25 August 1969. ციტატა: „Professor Tolkien, der seinen Namen vom deutschen Wort 'tollkühn' ableitet,... .“ Tolkien jokingly inserted himself as a "cameo" into The Notion Club Papers under the name Rashbold, a literal translation of tollkühn.
  52. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-11. ციტირების თარიღი: 2011-08-13.
  53. Biography, p. 13. Both the spider incident and the visit to a kraal are covered here.
  54. Biography, p. 24.
  55. Biography, Ch I, "Bloemfontein". At 9 Ashfield Road, King's Heath.
  56. Biography, p. 27.
  57. Biography, p. 113.
  58. Biography, p. 29.
  59. Doughan, David. (2002)JRR Tolkien Biography. Life of Tolkien. ციტირების თარიღი: 12 March 2006.
  60. Biography, p. 22.
  61. Biography, p. 30.
  62. „J. R. R. Tolkien Dead at 81; Wrote 'The Lord of the Rings'. New York Times. 3 September 1973. ციტირების თარიღი: 28 April 2009.