დენეთორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დენეთორ II, ძე ეკთელიონ II-საჯ. რ. რ. ტოლკინის ლეგენდარიუმის პერსონაჟი, გონდორის 26-ე და უკანასკნელი მოურავი. ჰყავდა ორი ძე, ბორომირი და ფარამირი. ხშირად იხედებოდა პალანტირში, რომელიც მინას ტირითში ინახებოდა და ამიტომ მისი გონება დაბნელდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ მშვიდობის ყველა შანსი ამოიწურა და გონდორის ალყის დროს აპირებდა საკუთარი თავის ფარამირთან ერთად (რომელიც მკვდარი ეგონა) დაწვას. სასოწარკვეთაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბორომირის დაღუპვამ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]