ბეორტნოთის, ბეორთელმის ძის დაბრუნება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოლდონის ბრძოლის ადგილის აღმნიშვნელი დაფა.

ბეორტნოთის, ბეორთელმის ძის დაბრუნება (ინგლ. The Homecoming of Beorhtnoth Beorhthelm's Son) — ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ნაშრომი, რომელიც გამოქვეყნდა 1953 წელს, საუნივერსიტეტო ჟურნალის „Essays and Studies by Members of the English Association“ მე-6 გამოცემაში.

ნაშრომი ისტორიული ხასიათისაა, დაწერილი მოლდონის ბრძოლის გავლენით. დაწერილია ალიტერატურული პოემის ენით, მაგრამ ასევე წარმოადგენს პიესას, რომლის ორი მოქმედი პირი მოლდონის შედეგებზე საუბრობს. ნაშრომს შესავალისა და ბოლოსიტყვაობის სახით ახლავს ორი ესე, რომელთა ავტორი ასევე ტოლკინია.

მთლიანად ნაშრომში შეტანილია:

  • ბეორტნოთის დაღუპვა - ესე, რომელიც განიხილავს ბრძოლასა და ძველ ინგლისურ ენაზე არსებულ ფრაგმენტს, რომელმაც გავლენა იქონია ამ ნაშრომზე.
  • ბეორტნოთის, ბეორთელმის ძის დაბრუნება - პოემა.
  • ოფერმოდი - ესე, რომელიც მომდინარეობს ძირითადი ნაშრომიდან და განიხილავს ძველი ინგლისური სიტყვის „ofermod“ მნიშვნელობას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]