ნუმენორის დაცემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ნუმენორის დაცემა“
The Fall of Númenor

ავტორი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი
რედაქტორი ბრაიან სიბლი
ილუსტრატორი ალან ლი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
თემა ლეგენდარიუმი
ჟანრი ეპიკური ფენტეზი
გამომცემელი HarperCollins
გამოცემის თარიღი 15 ნოემბერი, 2022
მედია მაგარი ყდა
გვერდი 332
oclc 1341269947
მომდევნო „შუახმელეთის ბუნება“
ISBN 978-0-00-853783-8

ნუმენორის დაცემა და შუახმელეთის მეორე ეპოქის სხვა თხზულებები“ — 2022 წლის ფენტეზის ჟანრის ნაშრომი, რომელიც მოიცავს ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის მეორე ეპოქასთან დაკავშირებულ თხზულებებს. მისი რედაქტორია ბრაიან სიბლი. წიგნი შეიცავს ნუმენორის დაარსების, ისტორიისა და განადგურების ქრონიკებს, ძალაუფლების ბეჭდების შექმნის და საურონის წინააღმდეგ უკანასკნელი ალიანსის ჩამოყალიბების ამბავს, რითაც მეორე ეპოქა დასრულდა.

ბრაიან სიბლიმ წიგნისთვის შეიმუშავა ახალი განმარტებები. გარეკანის და ილუსტრაციების ავტორია მხატვარი ალან ლი..[1] წიგნი გამოიცა 2022 წლის 15 ნოემბერს[1], რაც დაემთხვა მეორე ეპოქასთან დაკავშირებული სერიალ „ძალაუფლების ბეჭდების“ გამოსვლას.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 New Tolkien book: The Fall of Númenor to be published. The Tolkien Society (22 June 2022). ციტირების თარიღი: 22 June 2022