ბეოვულფი: ურჩხულები და კრიტიკოსები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბეოვულფი: ურჩხულები და კრიტიკოსები“ (ინგლ. Beowulf: The Monsters and the Critics) — ჯ. რ. რ. ტოლკინის ლექცია, რომელიც შემოკლებული, წიგნის სახით გამოიცა. ორიგინალური და უფრო ვრცელი ვერსია გამოქვეყნდა გამოცემაში „ბეოვულფი და კრიტიკოსები“.

თავად პროექტი სერ იზრაელ გოლანშის მემორიალური ლექცია იყო, რომელიც ტოლკინმა 1936 წლის 25 ნოემბერს ბრიტანულ აკადემიაში, მოგვიანებით კი, 2 კვირის თავზე, მანჩესტერის შუა საუკუნოვანი საზოგადოების წინაშე წარადგინა.

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1937 წლის გამოვიდა ლექციის პირველი ვერსია. გამოსცა ჰამფრი მილფორდმა, ბრიტანული აკადემიისთვის. დაიბეჭდა 500 ასლი. ასევე დაიბეჭდა გამოცემაში „Proceedings of the British Academy“ (1937, ტომი 22).

1969 წელს გამოვიდა ბუკლეტი, რომლის გამომცემელი უცნობია.

„ურჩხულები და კრიტიკოსები და სხვა ესეები“ საბოლოოდ გამოიცა კრისტოფერ ტოლკინის რედაქტირებით, 1983 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]