Into the West (სიმღერა)
| „Into the West“ | ||||
|---|---|---|---|---|
|
| ||||
| სინგლი — ენი ლენოქსი | ||||
| ალბომიდან მეფის დაბრუნება (მუსიკა ფილმიდან) | ||||
| გამოსვლის თარიღი | ნოემბერი 2003 | |||
| ჩაიწერა | ახალი ზელანდია | |||
| ჟანრი | ორკესტრული მუსიკა | |||
| ხანგრძლივობა | 5:38 | |||
| ხმისჩამწერი ლეიბლი | Reprise Records | |||
| ავტორ(ებ)ი |
ენი ლენოქსი ფრენ უოლში ჰოვარდ შორი | |||
| ენი ლენოქსი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
„Into the West“ — ფრენ უოლშის, ჰოვარდ შორისა[1] და ენი ლენოქსის მიერ დაწერილი სიმღერა ფილმისათვის „ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება“.
სიმღერის ტექსტიდან გამომდინარე, ეს არის გალადრიელის გალობა მათთვის, ვინც მიემგზავრება ზღვის მიღმა. სიმღერის რამდენიმე სტრიქონი აღებულია წიგნის „ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება“ ბოლო თავიდან.
კომენტარებსა და დოკუმენტურ ფილმში, რომელიც შეტანილია ფილმის „ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება“ გახანგრძლივებულ DVD გამოცემაში რეჟისორი პიტერ ჯექსონი ამბობს, რომ სიმღერის შთაგონებად იქცა კიბოს დაავადებით გარდაცვლილი ახალი ზელანდიელი რეჟისორი კემერონ დანკანი. სიმღერის პრემიერა გაიმართა დანკანის დასაფლავებაზე.[2]
ოსკარის 76-ე დაჯილდოებაზე სიმღერამ გაიმარჯვა კატეგორიაში საუკეთესო ორიგინალური სიმღერა.
სიმღერა გამოიცა აშშ და ევროპაში სარეკლამო სინგლის სახით. მასში აგრეთვე შეტანილია ამავე სიმღერის აკუსტიკური, შემოკლებული და ალბომის ვერსიები.
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| # | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
|---|---|---|
| 1. | „Into the West“ (ალბომის ვერსია) | 4:35 |
| 2. | „Into the West“ (რადიოს ვერსია) | 3:59 |
| 3. | „Into the West“ (აკუსტიკური შემოკლებული ვარიანტი) | 4:05 |
| 4. | „Into the West“ (აკუსტიკური ვერსია) | 4:39 |
| 5. | „Into the West“ (ორკესტრული დაბოლოების გარეშე) | 4:34 |
| 6. | „Into the West“ (ფილმის ვერსია ორკესტრული დაბოლოებით) | 5:48 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Roberts, David (2006). British Hit Singles & Albums, 19th, London: Guinness World Records Limited, გვ. 137. ISBN 1-904994-10-5.
- ↑ Peter Jackson, Fran Walsh and Philippa Boyens. (2004). Director/Writers' Special Extended Edition commentary. [DVD]. New Line Cinema.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||