დაკარგული თხზულებების წიგნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დაკარგული მოთხრობების წიგნი)

დაკარგული თხზულებების წიგნი“ (ინგლ. The Book of Lost Tales) — კრისტოფერ ტოლკინის მიერ შედგენილი „შუახმელეთის ისტორიის“ პირველი ორი ტომი. ეფუძნება ჯ. რ. რ. ტოლკინის ხელნაწერებს.

წიგნი I[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„დაკარგული თხზულებების წიგნი“ პირველ ნაწილში მოთხრობილია შუახმელეთისა და ვალინორის შექმნაზე. ეს სწორედ ის მასალაა, რომელიც მოგვიანებით „სილმარილიონად“ იქცა. აქ შესაძლებელია ვალარებისა და ელფების, ჯუჯებისა და ბალროგების, ორკების, სილმარილებისა და ვალინორის ორი ხის ისტორიების ადრინდელი ვერსიების ამოკითხვა. რა თქმა უნდა, მოთხრობილია ნარგოთრონდსა და გონდოლინზეც, ტოლკინის მოგონილი სამყაროს გეოგრაფიასა და კოსმოლოგიაზე.

თხრობა ასე ვითარდება - მეზღვაური ერიოლი (ან ელფვინი) მიადგება კუნძულ ტოლ ერესეას, მარტოსულ კუნძულს, რომელზეც ელფები ცხოვრობენ. მათთან სტუმრობისას ერიოლი ეცნობა ყველაფერს, დაწყებულს სამყაროს შექმნით. გაგრძელება კვლავ ერიოლისა და ელფების საუბრებზეა აგებული.

თავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წაგებული თამაშის ქოხი - საწყისი ამბავი.
  • აინურთა მუსიკა - აინულინდალეს პირველი ვერსია.
  • ვალართა მოსვლა და ვალინორის შექმნა - მოგვიანებით ცნობილი, როგორც „ვალაქუენტა“. შეტანილია „ქუენტა სილმარილიონის“ ნაწილი.
  • მელკოს დამწყვდევა – მელკო იყო მელკორის სახელის პირველი ვარიანტი
  • ელფთა მოსვლა და კორის შექმნა – კორი ტირიონის სახელის პირველი ვარიანტი იყო.
  • მელკოს ქურდობა და ვალინორის დამალვა
  • ნოლდოლთა გაქცევა – ნოლდოლი ან გნომები - მოგვიანებით მათ ნოლდორები ეწოდათ.
  • ამბავი მზისა და მთვარისა
  • ვალინორის დამალვა
  • ამბავი გილფანონისა: ნოლდოლის წამება და ადამიანთა მოსვლა

წიგნი II[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე ნაწილში მოთხრობილია ბერენისა და ლუთიენის, ტურინისა და დრაკონის, გონდოლინის დანგრევის ამბები. ყოველ ისტორიას მოჰყვება კრისტოფერ ტოლკინის კომენტარები. წიგნს ახლავს სახელებისა და ელფური ენების ლექსიკონი.

თავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ამბავი ტინუვიელისა – ბერენისა და ლუთიენის ამბავი
  • ტურამბარი და ფოალოკე – ტურინის საგის პირველი ვერსია
  • გონდოლინის დაცემა – გონდოლინის დაცემა, პროზაული ენით გადმოცემული
  • ნაუგლაფრინგი – ეს ისტორია არასოდეს გამოცემულა სრული სახით, „სილმარილიონშიც“ კი.
  • ამნავი ეარენდელისა
  • ამბავი ერიოლისა, იგივე ელფვინისა და ამბების დასასრული – ესე ნაწარმოებში შეტანილ ცვლილებებზე.
  • კრებულში აგრეთვე შეტანილია ლექსი ბედნიერი მეზღვაურები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]