ენტი (შუახმელეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ხისწვერა და ჰობიტები“, ტომ ლობაკის ნახატი

ენტები — არსებები ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. ვარაუდობენ, რომ ავტორისთვის გავლენად იქცა მოლაპარაკე ხეების ნაირსახეობები, მსოფლიო ხალხთა ზღაპრებიდან. თუმცა ენტები უფრო ადამიანთა სახეს ატარებენ.

მდედრობითი ენტები, „ბეჭდების მბრძანებლის“ მიხედვით, დიდი ხნის დაკარგულები არიან და მათი კვალი არავინ იცის.

ფიზიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენტები სხვადასხვა ზომის და სიმაღლის არიან, მათ ჩვეულებრივ ადამიანთან შედარებით ხელებსა და ფეხებზე ხუთზე მეტი თითი აქვთ. ისინი გარეგნობით წააგვანან იმ ხის ჯიშს, რომელსაც იცავენ და პატრონობენ. ჰობიტების თვალით დანახული ფანგორნი ასე გამოიყურებოდა:

ვიკიციტატა
„სახე უზარმაზარი ადამიანისმაგვარ, თითქმის ტროლისოდენა, ასე რვა წყრთის(ძველებური სიგრძის საზომი ერთეული. უდრიდა დაახლოებით 51 სანტიმეტრს.) სიმაღლის, ღონიერ და ერთმანეთში თავკისერშეზრდილ არსებას ეკუთვნოდა. ვერ გაარკვევდით, მისი ტანი მუქმწვანე ხის ღეროს წარმოადგენდა თუ სამოსი ეცვა ასეთი. ყოველ შემთხვევაში, ტანიდან ტოტებივით გამოჩრილ მკლავებზე მცირედი ნაოჭიც არ ეტყობოდა და ყავისფერი ტკიცინა კანი გადაჰკვროდა. ფეხებზე შვიდ-შვიდი თითი ჰქონდა. გრძელი სახის ქვედა ნაწილზე დაბუჩქული რუხი წვერი ამოზრდოდა, რომელიც ხშირ ტოტებად იშლებოდა, თმის ღერების ბოლოები კი უფრო მეჩხერი და ხავსისებრი ჰქონდა.
თუმცა ჰობიტებს ყველაზე მეტად თვალები დაამახსოვრდათ – ჭკვიანი თვალები, ნელა და სერიოზულად, ჩამწვდომი მზერით რომ ათვალიერებდა მათ. თაფლისფერ თვალებში მწვანე შუქი კიაფობდა.“
([1])

ენტების ნაბიჯები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენტების ნაბიჯები — ენტების საზომი ერთეული. ერთი ასეთი ნაბიჯის ზუსტი ეკვივალენტი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ეს ოთხი ფუტი იყო (ანუ 1.2 მ). ანუ ერთი მილი 1.320 ნაბიჯი იქნებოდა. თუმცა, ენტებიც სხვადასხვა ზომის გვხვდება, ასე რომ მანძილი ნაბიჯებს შორის მერყეობდა.

ნაწარმოებში მანძილი მხოლოდ ორჯერ არის ნახსენები. პირველად იგი წარმოდგენილია, როდესაც ხისწვერა ახსენებს მანძილს მერისთან და პიპინთან შეხვედრის ადგილიდან თავის სახლამდე. ამ შემთხვევაში ენტმა 70.000 ნაბიჯი გაიარა, ანუ დაახლოებით 50 მილზე მეტი. მოგვიანებით აღწერილია, რომ პიპინმა ენტმრწყველის გზად სცადა ამ ნაბიჯების დათვლა, მაგრამ მხოლოდ 3.000 დაითვალა - ეს კი ნიშნავს, რომ ყველაფერი აერია მაშინ, როდესაც ორ ნახევარი მილიც არ ჰქონდათ გავლილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1954), ორი ციხე-კოშკი, ბეჭდების მბრძანებელი, ბოსტონი: Houghton Mifflin (გამოქვეყნების თარიღი: 1987), „ხისწვერა“, ISBN 0-395-08254-4