ხე და ფოთოლი
ხე და ფოთოლი (ინგლ. Tree and Leaf) — კრებული ჯ.რ.რ. ტოლკინის სამი მცირე ნაშრომით - „ხე და ფოთოლი“, „დიდვუტონელი მჭედელი“ და „ბეორტნოთის, ბეორთელმის ძის დაბრუნება“. სამივე სხვადასხვა წლებში გამოიცემოდა ამა თუ იმ კრებულთან ერთად, მაგრამ ეს გამოცემა ილუსტრირებული იყო პოლინ ბეინსის მიერ.
ორიგინალური ვერსია გამოიცა 1964 წელს. უფრო მოგვიანებით, 1988 წელს გამოცემულ ვერსიაში კრებულს დაემატა ლექსი „მითოპოეია“. შემდგომში მას დაემატა „ბეორტნოთის დაბრუნებაც“.