წყლის გუშაგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წყლის გუშაგი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში — უცნაური, საცეცებიანი არსება, რომელიც ცხოვრობდა მორიის დასავლეთ კარიბჭესთან მდებარე პატარა ტბაში. განდალფის აზრით, გუშაგები გავრცელდნენ ნისლიანი მთების წყლებიდან.

მესამე ეპოქის 2944 წელს მან მოკლა ოინი, ბილბო ბეგინსის ერთ-ერთი თანმხლები მარტოსული მთისკენ მიმავალ გზაზე.

როდესაც ბეჭდის საძმო შევიდა მორიაში[1], გუშაგმა თავისი საცეცით ფროდო ფეხით დაიჭირა. სემმა მოკვეთა საცეცი, მაგრამ წყლიდან გამოჩნდა კიდევ მრავალი[1]. საძმომ შეაღწია მორიაში, მაგრამ გუშაგმა მათ კარი გადაუკეტა. ბილმა, სემის პონიმ, შეძლო გაქცევა და თავად მოძებნა სერის გზა.

უცნობია, რატომ დაესხა ეს გუშაგი თავს საძმოს - იცავდა ის მორიას თუ მოქმედებდა სარუმანის/საურონის განკარგულებით. მორიის ამბის შემდეგ კი ის საბოლოოდ გაქრა.

პერსონაჟის შექმნა, როგორც ვარაუდობენ, განაპირობა ლეგენდამ გიგანტურ მოლუსკებზე, კრაკენებზე, რომლებიც ნორვეგიისა და ისლანდიის ზღვებში იმალებოდნენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ტოლკინი, ჯ.რ.რ. (1954), ბეჭდის საძმო, ბეჭდების მბრძანებელი, ბოსტონი: Houghton Mifflin (გამოქვეყნების თარიღი: 1987), "მოგზაურობა წყვდიადში", ISBN 0-395-08254-4 p. 298-302.