დიდვუტონელი მჭედელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დიდვუტონელი მჭედელი (ინგლ. Smith of Wootton Major) — ჯ.რ.რ. ტოლკინის მოთხრობა. თავდაპირველი სათაური იყო „დიდი ნამცხვარი“[1], მაგრამ შეიცვალა ახლით. გამოიცა 1967 წელს. მეორედ გამოვიდა 2005 წელს, ვრცელი ანოტაციებით. 2015 წლის თებერვალში გამოვიდა კიდევ ერთი ახალი რედაქცია, დამატებითი ადრეული ვარიანტით, შენიშვნებით ალტერნატიული დაბოლოების შესახებ და ესე „ჯადოსნური ქვეყნის შესახებ“.

წიგნი ილუსტრირებულია პოლინ ბეინსის მიერ.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამბავი პირველად გამოქვეყნდა 1967 წლის 23 ნოემბერს, ჟურნალში Redbook (ნიუ-იორკი), მაგრამ იმ ილუსტრაციების გარეშე, რომლებიც პოლინ ბეინსმა მოამზადა. მოთხრობა ხშირად გამოიცემა „ფერმერ ჯაილსთან“ ერთად.

მოთხრობის სიუჟეტი არ უკავშირდება შუახმელეთს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვუტონის სოფელი ცნობილია თავისი ფესტივალებით, განსაკუთრებით - კულინარიულ სფეროში. აქედან ყველაზე დიდი ფესტივალია ყოჩაღი ბავშვების შეკრება. მას მხოლოდ 24 წელიწადში ერთხელ აღნიშნავენ და იწვევენ 24 ბავშვს მთელი სოფლიდან. ამ ფესტივალის კულმინაციაა დიდი ნამცხვარი, სადაც ინახება ჯადოსნური ინგრედიენტებიც. მას, ვისაც ასეთი შეხვდება, შეუძლია მოხვდეს ფერიების ქვეყანაში.

იმ წელს, როდესაც მოთხრობის მოქმედება მიმდინარეობს, ნამცხვარში ინახება ჯადოსნური ვარსკვლავი, რომელსაც მჭედლის შვილი გადაყლაპავს. თავიდან ის არაფერს გრძნობს, მაგრამ მეათე დაბადების დღის დილით მის შუბლზე ჩნდება ვარსკვლავი. ბიჭი იზრდება და ისევე როგორც მამამისი, მჭედელი ხდება. ვარსკვლავი მას იცავს ბოროტისაგან, ხოლო ფერიები უწოდებენ ვარსკვლავთწარბს და მოუთხრობენ საკუთარი ქვეყნის შესახებ.

გადის წლები და კვლავ იმართება ცნობილი ფესტივალი. ამჯერად მჭედელი თავის ვარსკვლავს სხვა ბავშვს გადასცემს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. H. Carpenter, J.R.R. Tolkien: a biography, "Headington", p. 244.