ბეჭდების მბრძანებელი (ფილმების სერია)
„ბეჭდების მბრძანებელი“ | |
---|---|
ჟანრი | ეპიკური ფენტეზი |
რეჟისორი | პიტერ ჯექსონი |
პროდიუსერი |
პიტერ ჯექსონი ბარი მ. ოსბორნი ფრენ უოლში მარკ ორდესკი ტიმ სენდერსი (პირველი ფიმი) |
სცენარის ავტორი |
რომანი: ჯ. რ. რ. ტოლკინი სცენარი: ფრენ უოლში ფილიპა ბოიენსი პიტერ ჯექსონი სტივენ სინკლერი (მხოლოდ მეორე ფილმი) |
კომპოზიტორი | ჰოვარდ შორი |
მხატვარი | ალან ლი, ჯონ ჰაუ |
სტუდია |
WingNut Films New Line Cinema (დისტრიბუცია) |
გამოსვლის თარიღი | 2001 - 2003 |
ხანგრძლივობა |
კინოთეატრის ვერსია: 558 წთ ვრცელი ვერსია: 683 წთ |
ქვეყანა | ახალი ზელანდია |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 281,000,000 აშშ დოლარი[1] |
შემოსავალი | 2,917,506,956 აშშ დოლარი |
ბეჭდების მბრძანებელი (ინგლ. The Lord of the Rings) — რეჟისორ პიტერ ჯექსონის კინოტრილოგია, რომელიც გადაღებულია ჯ. რ. რ. ტოლკინის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმი გამოვიდა 2001-2003 წლებში და იქცა ერთ-ერთ მთავარ მოვლენად კინოსამყაროში.
ფილმის მოქმედებას ადგილი აქვს გამოგონილ ქვეყანაში, შუახმელეთში. სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა ჰობიტი, ფროდო ბეგინსი მიემგზავრება მორდორის ქვეყანაში საურონის ბეჭდით, რომელიც საურონს წაართვეს მრავალი წლის წინ. იგი ცდილობს ბეჭდის დაბრუნებას, რადგანაც სწორედ ამის შემდეგ შეძლებს მთელი სამყაროს დაპყრობას. მეგობრებთან და შუახმელეთის არსებებისა და ხალხის წარმომადგენლებთან ერთად ფროდო საბოლოოდ მიაღწევს მორდორამდე და ანადგურებს ბეჭედს, თუმცა მას ამაში ხელს უშლის ბოროტი არსება გოლუმი. საბოლოოდ ბოროტება განდევნილია შუახმელეთიდან.
ფილმი მიჰყვება ჯ. რ. რ. ტოლკინის წიგნის სიუჟეტს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ იგი გადაღებული იქნა კინოთეატრებისთვის, წიგნის ბევრი ეპიზოდი შემოკლებულია ან ამოღებულია სცენარიდან. მიუხედავად ამისა, მასში ასევე დამატებულია ზოგიერთი სცენა, რომელიც არც არის ნახსენები წიგნში ან სცენები, რომლებიც წიგნში მცირე ადგილს იკავებენ (მაგალითად, ვარგების, ველური მგლების გამოჩენა მეორე წიგნში, „ორი ციხე-კოშკი“).
ფილმის სამი ნაწილი გამოვიდა ერთმანეთის შემდეგ - 2001, 2002 და 2003 წლის შობის დღესასწაულის პერიოდში. მისი ბიუჯეტი საერთო ჯამში შეადგენდა 280 მილიონ დოლარს, პროექტზე მუშაობამ 8 წელი გასტანა. პიტერ ჯექსონი ერთდროულად მუშაობდა სამივე ფილმზე. სამივე გადაღებული იქნა ახალ ზელანდიაში[2], რადგან შემქმნელების მტკიცებით, ლანდშაფტების მხრივ იქ არის ყველაფერი, რაც საჭიროა ტოლკინის სამყაროს იდეალურად ვიზუალიზაციისთვის.
ტრილოგიას წილად ხვდა დიდი კომერციული წარმატება, ისევე, როგორც აღიარება ვიზუალური ეფექტებისთვის[3][4][5]. მან მიიღო 17 ოსკარი (ნომინირებული იყო 30-ზე). ყოველი ფილმი გამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ გამოვიდა როგორც ჩვეულებრივი, კინოვერსიის სახით, ასევე უფრო ვრცელი სცენებით, სპეციალურ DVD ფორმატში. პირველ და მეორე სერიას დაემატა გამოუყენებელი მასალის 30 წუთი, ხოლო მესამეს - 1 საათი. 2011 წლის ივნისში გამოვიდა ფილმის გამოცემა Blu-Ray დისკის ფორმატში.[6]
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ დაწვრილებითი ინფორმაცია შემდეგ სტატიებში: ბეჭდის საძმო, ორი ციხე-კოშკი და მეფის დაბრუნება.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჰობიტი (ფილმების სერია)
- ჰობიტი (1977 წლის ფილმი)
- ბეჭდების მბრძანებელი (1978 წლის ფილმი)
- მეფის დაბრუნება (1980 წლის ფილმი)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ‘Hobbit’ Trilogy Has Cost $561 Million So Far. ციტირების თარიღი: December 31, 2013.
- ↑ „Can Harry Potter work his magic on Oscar?“. The Hamilton Spectator. McClatchy-Tribune News Service. 26 November 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 3 December 2013.
- ↑ The Lord of the Rings: The Fellowship of the Ring. Rotten Tomatoes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივლისი 2006. ციტირების თარიღი: 12 October 2006.
- ↑ The Lord of the Rings: The Two Towers. Rotten Tomatoes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ნოემბერი 2006. ციტირების თარიღი: 12 October 2006.
- ↑ The Lord of the Rings: The Return of the King. Rotten Tomatoes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივლისი 2006. ციტირების თარიღი: 12 October 2006.
- ↑ http://www.blu-ray.com/news/?id=6045
- ↑ Lord of the Rings: The Fellowship of the Ring cast. Yahoo! Movies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 იანვარი 2009. ციტირების თარიღი: 20 November 2006.
- ↑ The Lord of the Rings: The Two Towers cast. Yahoo! Movies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 20 November 2006.
- ↑ The Lord of the Rings: The Return of the King cast. Yahoo! Movies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 იანვარი 2009. ციტირების თარიღი: 20 November 2006.
|
|