გრიმა ენაგესლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გრიმა ენაგესლიჯ. რ. რ. ტოლკინის ლეგენდარიუმის პერსონაჟი, როჰანის მეფე თეოდენის მრჩეველი. მან უღალატა მეფეს და ქვეყანას და იქცა სარუმანის შიკრიკად. სწორედ ამ უკანასკნელის დავალებით დაასუსტა მან თეოდენი და ხელი შეუწყო როჰანის დაპყრობასაც. საბოლოოდ, მან თავად მოკლა ჯადოსანი და მოკლული იქნა, რითაც დასრულდა ბეჭდის ომი.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიმა გალმოდის ძე იყო. ჰქონდა გაფითრებული სახე და ბნელი თვალები. არაფერია ცნობილი მის ადრეულ ცხოვრებაზე ან იმაზე, თუ ზუსტად როგორ მოხდა მისი მოქცევა სარუმანის მხარეს. სავარაუდოდ, ჯადოსანმა მას არა მხოლოდ სიმდიდრე, არამედ თეოდენის დისშვილი, ეოვინიც აღუთქვა - რომელიც გრიმას მოსწონდა.

სარუმანის მსახური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე ეპოქის 3014 წელს გრიმამ სარუმანის დავალებით დაიწყო თეოდენზე ზეგავლენის მოხდენა. ვარაუდობენ, რომ აქ გარეული იყო შხამებიც, რამაც მეფე გარეგნულად სრულიად შეცვალა. მან დააჯერა თეოდენს, რომ მისი დღეები აღსრულდა. ცნობილია, რომ გარდა მეფეზე დიდი ზეგავლენისა, გრიმა იპარავდა ეორლის საგვარეულოს ძვირფასეულობებს და ისინი სარუმანთან დაჰქონდა.

გრიმას ბატონობა დასრულდა, როდესაც ედორასში გამოჩნდნენ განდალფი, არაგორნი, ლეგოლასი და გიმლი. იგი გაძევებული იქნა, ხოლო თეოდენი - განკურნებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]