ტიხტიხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტიხტიხი — გამრავლების პერიოდში ფრინველთა ურთიერთობის ფორმა, რასაც გამოხატავს მათი თავისებური ქცევა: ფრენა, გალობა, განსაკუთრებული პოზის მიღება, ზოგჯერ ცრუ ბუდეების აგება, „შეჯიბრებები“ და ნამდვილი ბრძოლების გამართვა. ყოველივე ეს საჭიროა მამლების ან დედლების ყურადღების მისაპყრობად და ხელს უწყობს შეწყვილებისათვის მზადყოფნას. განსაკუთრებით დამახასიათებელია პოლიგამიური ფორმებისათვის (როჭო). პოლიანდრიის იშვიათ შემთხვევაში ტიხტიხებენ დედლები, ხოლო მონოგამიურ ფორმებში — მამლები თავიანთი დედლების ახლოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]