შინაარსზე გადასვლა

ციმბირული საბჭოთა ენციკლოპედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცსი-ის პირველი ტომის თავფურცელი

ციმბირული საბჭოთა ენციკლოპედია (ცსე) — რუსულენოვანი ენციკლოპედიური გამოცემა ციმბირის, შორეული აღმოსავლეთისა და ურალის გეოგრაფიაზე, დემოგრაფიასა და სოციალური მდგომარეობაზე.

ციმბირული საბჭოთა ენციკლოპედია სსრკ-ის რეგიონული ენციკლოპედიების წინამორბედად შეიძლება ჩაითვალოს. თავდაპირველად ციმბირული ენციკლოპედიის გამოცემის საკითხი 1919 წელს დაისვა ტომსკში „ციმბირის კვლევის ინსტიტუტის“ მიერ. ამ ინიციატივას მხარს უჭერდა თეთრგვარდიელთა მოძრაობის ხელმძღვანელი ალექსანდრ კოლჩაკი. დასახული პროგრამის გახორციელება 1920 წელს დაიწყო, თუმცა საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამ პროექტი დახურა. 1926 წელს განათლებულ წრეებში ფუნდამენტურ შრომაზე ლაპარაკი განახლდა და უკვე ერთი წლის თავზე, 1927 წლის აპრილში, ორგბიურო შეიკრიბა და ადგილობრივი მეცნიერებისგან რედკოლეგია დამტკიცდა.

პირველი ტომი გაზეთ „პრავდასთან“ ერთად გამოიცა 10 000-იანი ტირაჟით, ხოლო მომდევნო ორი გაერთიანებულმა გამომცემლობა „ოგიზმა“ გამოსცა. 1929-32 წლებში ნოვოსიბირსკში 3 ტომი დაიბეჭდა, დაგეგმილი ორი ძირითადი და ერთი დამატებითი ტომის დაბეჭდვა კი ვეღარ მოხერხდა, რადგან გამოცემა დაიხურა. ენციკლოპედიის რედკოლეგიაში 500-ზე მეტი ადამიანი იყო გაერთიანებული.

დაგეგმილი მეოთხე ტომის გამოცემა მხოლოდ 1992 წელს ნიუ-იორკში მოხერხდა გადარჩენილი მიკროფირისა და სასიგნალო ეგზემპლარების წყალობით, რომლებიც თავის დროზე სარედაქციო კოლეგიის წევრებისთვის ჰქონდათ დარიგებული.

ენციკლოპედია ცოდნის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს, მაგრამ ფაქტების წყობისა და შინაარსის გადმოცემის მხრივ მარქსიზმ-ლენინიზმის საგრძნობი გავლენა ემჩნევა.

ტომი დასახელებაგამოცემის წელი
1А — Ж (Аба — Жуя)1929
2З — К (Забайкалье — Кяхту)1930-1931
3Л — Н (лабаз — Някшинда)1932
4О — С (Обдорск — съезды)1992
5Т — Я
6დამატებითი ტომი

სხვა საბჭოთა ენციკლოპედიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დედნისეული დასახელება ქართული დასახელება ტომთა რაოდენობა გამოცემის წლები
Українська радянська енциклопедіяუკრაინული საბჭოთა ენციკლოპედია171927—1934 ; 1959—1965 ; 1978—1985
Ўзбек совет энциклопедиясиუზბეკური საბჭოთა ენციკლოპედია141971—1980
Հայկական սովետական հանրագիտարանსომხური საბჭოთა ენციკლოპედია131974—1987
Беларуская савецкая энцыклапедыяბელორუსული საბჭოთა ენციკლოპედია121969—1975
ქართული საბჭოთა ენციკლოპედიაქართული საბჭოთა ენციკლოპედია121975—1987
Latvijas padomju enciklopēdijaლატვიური საბჭოთა ენციკლოპედია111981—1988
Азәрбајҹан Совет Енсиклопедијасыაზერბაიჯანული საბჭოთა ენციკლოპედია101976—1987
Қазақ кеңес энциклопедиясыყაზახური საბჭოთა ენციკლოპედია101972—1978
Lietuviškoji tarybinė enciklopedijaლიტვური საბჭოთა ენციკლოპედია131976—1985
Түркмен совет энциклопедиясыთურქმენული საბჭოთა ენციკლოპედია101974—1989
Енчиклопедия советикэ молдовеняскэმოლდავური საბჭოთა ენციკლოპედია81970—1981
Энциклопедияи советии тоҷикტაჯიკური საბჭოთა ენციკლოპედია81978—1988
Eesti nõukogude entsüklopeediaესტონური საბჭოთა ენციკლოპედია8 ; 10+51968—1976 ; 1985—2006
Кыргыз Совет Энциклопедиясыყირგიზული საბჭოთა ენციკლოპედია61976—1980
Сибирская советская энциклопедияციმბირული საბჭოთა ენციკლოპედია4(დაგეგმ: 6)1929—1933
  • О. И. Блинова , В. В. Палагина «„Сибирская советская энциклопедия“ как источник диалектной лексикографии», Томск: Томский университет, 1979.