გიორგი ძიძარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

გიორგი ძიძარია (დ. 23 აპრილი (6 მაისი), 1914, ლიხნი, სოხუმის ოკრუგი — გ. 1 მაისი, 1988) — აფხაზი საბჭოთა მეცნიერი, ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სსრ და აფხაზეთის ასსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო პრემიისა და აფხაზეთის ასსრ-ის დ. ი. გულიას სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის აფხაზეთის დ. ი. გულიას სახელობის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს V, IX-XI მოწვვევების დეპუტატი, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. სკკპ წევრი (1940).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი ძიძარია დაიბადა 6 მაისს სოფელ ლიხნში, აფხაზი გლეხის ოჯახში. სოხუმის ნ. ა. ლაკობას სახელობის აფხაზური საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შევიდა მოსკოვის ისტორიის, ფილოსოფიისა და ლიტერატურის ინსტიტუტში.

გ. ძიძარიამ შრომითი საქმიანობა სტუდენტობის დროიდან დაიწყო. 1936-1938 წლებში მოსკოვის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად.

1939 წელს უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს აფხაზეთის აკადემიკოს ნ. ი. მარის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1957 წელს დაინიშნა სოხუმის ა. მ. გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორად. 1966 წლიდან სათავეში ჩაუდგა საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის აფხაზეთის დ. ი. გულიას სახელობის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტს. დროთა განმავლობაში ინსტიტუტი, რომელსაც მეცნიერი ხელმძღანელობდა, აფხაზმცოდნეობის საყოველტაოდ აღიარებული აკადემიური ცენტრი გახდა.

გ. ძიძარიას კალამს ეკუთვნის 400-ზე მეტი პუბლიკაცია. იგი იყო მთელი რიგი სამეცნიერო გამოკვლევების ავტორი, რომლებმაც ფართო აღიარება დაიმსახურეს. 1979 წელს გ. ძიძარიას მონოგრაფია „მაჰაჯირობა და XIX საუკუნის აფხაზეთის ისტორიის პრობლემები“ აღინიშნა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიით. 1980 წელს აფხაზეთის დ. ი. გულიას სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა კვლევისთვის „რევოლუციამდელი აფხაზი ინტელიგენციის ჩამოყალიბება“.

გ. ძიძარიას ეკუთვნის კვლევები აფხაზი და ქართველი რევოლუციონერების ბრძოლის ისტორიის შესახებ. გამოქვეყნებული ჰქონდა კვლევები სერგო ორჯონიკიძის, ეფრემ ეშბას, ნიკოლოზ აქირთავას და სხვა რევოლუციონერ-ლენინელთა შესახებ.

გ. ძიძარია 50 წლის მანძილზე მონაწილეობდა ეროვნული კადრების მომზადებაში. კითხულობდა ლექციებს თბილისისა და აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

1974 წელს არჩეულ იქნა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტად, იყო საკავშირო საზოგადოება „ცოდნის“ გამგეობის წევრი.

გ. ძიძარია თავის სამეცნიერო მუშაობას წარმატებით უთავსებდა სახელმწიფო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას. 1975 წლიდან იგი აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ასევე მისი თავმჯდომარე იყო არაერთი მოწვევა. ის ასევე არაერთგზის იქნა არჩეული საკავშირო დეპუტატად, საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოქო კომიტეტის წევრად, იყო სკკპ XXVII ყრილობისა და საქართველოს კომპარტიის XVII-XVIII ყრილობების დელეგატი.

გ. ძიძარია გარდაიცვალა 1988 წლის 1 მაისს.

ჯილდოები და მედლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №90 (12706), 7 მაისი, 1988.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]