ტაჯიკური საბჭოთა ენციკლოპედია
ტაჯიკური საბჭოთა ენციკლოპედია (ტაჯიკ. Энциклопедияи советии тоҷик) — პირველი უნივერსალური ენციკლოპედიური გამოცემა ტაჯიკურ ენაზე. ტექსტები დაბეჭდილია კირილიცის გამოყენებით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1974 წელს შეიქმნა „ტაჯიკური საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქცია“, რომელმაც იმავე წელს გამოსცა ერთტომეული „ტაჯიკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“; მეორე, დამატებითი, გამოცემა კი 1984 წელს დაიბეჭდა რუსულ ენაზე. ორივე ტომის მთავარი რედაქტორია მ. ს. ასიმოვი.
ძირითად ტომებს საგანგებოდ შექმნილი რედაქცია 1978-1988 წლებში გამოსცემდა. სულ რვა ტომი გამოიცა. მთავარი რედაქტორი იყო ტაჯიკეთის სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი მუჰამედ საიფიდრინის-ძე ასიმოვი.
შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ენციკლოპედიაში იმხანად არსებული მეცნიერების თითქმის ყველა დარგია განხილული, თუმცა სტატიებზე კომუნისტური იდეოლოგიის დიდი გავლენა შეიმჩნევა.
| ტომი | დასახელება | გამოცემის წელი |
|---|---|---|
| 1 | А — Гавҳар | 1978 |
| 2 | Гавҳарак — Ирланд | |
| 3 | Ирландия — Лениннома | |
| 4 | Ленинобод — Муҳит | |
| 5 | Муҳит — Плеханов | |
| 6 | Плешко — Сақил | |
| 7 | Сақофӣ — Ховалинг | |
| 8 | Ховалинг — чуЯК | 1988 |