ლუდვიგ მინკუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუდვიგ მინკუსი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 23 მარტი, 1826(1826-03-23)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9]
დაბ. ადგილი ვენა ან Velké Meziříčí[9]
გარდ. თარიღი 7 დეკემბერი, 1917(1917-12-07)[1] [2] [9] (91 წლის)
გარდ. ადგილი ვენა[9]
დასაფლავებულია Döbling Cemetery
ლუდვიგ მინკუსი ვიკისაწყობში

ლუდვიგ თედორეს ძე მინკუსი (გერმ. Ludwig Minkus, ნამდვილი სახელი ალიოზ ლუდვიგ მინკუსი; დ. 23 მარტი, 1826, ვენა — გ. 7 დეკემბერი, 1917, იქვე) — ჩეხი (ზოგი ცნობით პოლონელი) მევიოლინე და საბალეტო კომპოზიტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

50-იანიწლების დასაწყისიდან 80-იანი წლების ბოლომდე ცხოვრობდა რუსეთში. 1853-1855 წლებში იყო თავად ნ. იუსიპოვის კარის ორკესტრის კაპელმაისტერი პეტერბურგში. 1861-1872 წლებში მოსკოვის დიდი თეატრის ორკესტრის სოლისტი. 1866-1872 წლებში მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი. 1872-1886 წლებში მოღვაწეობდა პეტერბურგის საიმპერატორო თეატრების დირექციაში. 1890 წლის შემდეგ ცხოვრობდა ვენაში. პირველი წარმატება მოუტანა ბალეტმა „ნაკადულმა“ (1866, ლ. დელიბთან ერთად). 1869 წელს მოსკოვის დიდ თეატრში შედგა მინკუსის ბალეტ „დონ-კიხოტის“ (სცენარის ავტორი და ბალეტმაისტერი მ. პეტიპა) პრემიერა. სხვა ბალეტებია: „პახიტა“ (1846, ე. დელდევეზთან ერთად), „ფიამეტა, ანუ სიყვარულის დღესასწაული“ (1864), „ბაიდერა“ (1877) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #120442779 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. SNAC — 2010.
  4. ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. IMSLP — 2006.
  6. Discogs — 2000.
  7. ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  8. Musicalics
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 Archivio Storico Ricordi — 1808.