ალექსანდრე ბუხნიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ბუხნიკაშვილი
დაბ. თარიღი 22 მაისი (4 ივნისი), 1909
დაბ. ადგილი სურამი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1 მაისი, 1983(1983-05-01) (73 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია საბურთალოს პანთეონი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა გეოლოგი და გეოფიზიკოსი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი

ალექსანდრე ვარდენის ძე ბუხნიკაშვილი (დ. 4 ივნისი [ძვ. სტ. 22 მაისი], 1909, სურამი, ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი ― გ. 1 მაისი, 1983, თბილისი) — ქართველი გეოლოგი და გეოფიზიკოსი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1968). თეატრმცოდნის და მწერლის გრიგოლ ბუხნიკაშვილის უმცროსი ძმა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ა. ბუხნიკაშვილმა 1931 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტი. 1937 წლამდე ეწეოდა გეოლოგიურ და გეოფიზიკურ კვლევას საქართველოს მუნიციპალიტეტებში. 1937-1953 წლებში იყო ხელმძღვანელ საბჭოთა და პარტიულ სამუშაოზე. 1953-1972 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. ძირითადი მეცნიერული შრომები აქვს დედამიწის ქერქისა და სასარგებლო წიაღიაეულის გეოფიზიკური მეთოდებით (ელექტროძიება) კვლევის დარგში. გეოფიზიკის ინსტიტუტში მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა სეტზვის ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დამუშავება-დანერგვის საქმეს, რისთვისაც მას, მეცნიერთა ჯგუფთან ერთად, 1969 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია.

1972-1975 წლებში იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის პირველი მოადგილე. 1975 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. იყო საქართველოს II და III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულის შრომის წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის, 2 „საპატიო ნიშნის“ ორდენებით, აგრეთვე მედლებით.

ა. ბუხნიკაშვილი დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]