შინაარსზე გადასვლა

თბილისის საადგილმამულო კომისია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის საადგილმამულო კომისია — საადგილმამულო კომისია თბილისში.

კომისია დააარსა ქართულმა სასოფლო სამეურნეო საზოგადოებამ 1907 წელს, თბილისში. საადგილმამულო კომისია გლეხობისთვის აარსებდა ამხანაგობებს, სასოფლო სამეურნეო საზოგადოებებს, სკოლებს, სამედიცინო დაწესებულებებს, მანქანა-იარაღების გამქირავებელ პუნქტებს, უცხოეთიდან შემოჰქონდა ახალი, გაუმჯობესებული სამეურნეო მანქანა-იარაღები, სხვადასხვა კულტურა. უმიწაწყლო და მცირემიწიანი მთის მოსახლეობისთვის ბარად იძენდა საკარმიდამოს და სახნავს. საადგილმამულო კომისია გაუქმდა 1917 წელს.