ილია ჭავჭავაძის მწვერვალი
ილია ჭავჭავაძის მწვერვალი | |
---|---|
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3800 მ |
ქედი | შავანის ქედი |
ილია ჭავჭავაძის მწვერვალი — კლდოვანი მწვერვალი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ხდისა და არმხის წყალგამყოფის — შავანის ქედის სამხრეთ ნაწილში. სიმაღლე 3800 მ. 1938 წელს მდინარე ხდის ხეობიდან მწვერვალზე ავიდა ქართველ ალპინისტთა ჯგუფი ალექსანდრა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით და მას ილია ჭავჭავაძის სახელი უწოდა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჯავრიშვილი კ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 233.
|