ქვიშხეთის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი
ქვიშხეთის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი | |
---|---|
დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი | |
დაარსდა | 1991, 6 თებერვალი |
ქვეყანა | საქართველო |
მდებარეობა | ქვიშხეთი, დიმიტრი ყიფიანის ქ. 32 |
სტატუსი | მუნიციპალური დაქვემდებარების |
ექსპონატი | 900 |
დირექტორი | რევაზ ნოზაძე |
დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი – მუზეუმი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში. თანამედროვე სახით გაიხსნა 2007 წელს ქართველი წმინდანისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის პატივსაცემად. მისი როგორც ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალის ისტორია კი XX საუკუნის 90-იანი წლებიდან იწყება.
სახლი სადაც დღეს მუზეუმი მდებარეობს აშენებულია XIX საუკუნის 60-იან წლებში დიმიტრი ყიფიანის მიერ და აქ ცხოვრობდა მანამ სანამ მას სტავროპოლში გადაასახლებდნენ. მუზეუმი მოიცავს ყიფიანისეულ შენობას და მინაშენის ნაწილს, რომელზეც შედარებით ადრეული (XX ს-ის I ნახევარი) კვალი შეინიშნება.
XX საუკუნის პირველ ნახევარში სახლი საქართველოს მწერალთა კავშირის ხელში გადავიდა და შენობაში განთავსდა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დასასვენებელი სახლი. XX საუკუნის 90-იან წლებში შენობაში განთავსდა ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ქვიშხეთის ფილიალი. შესყიდულ იქნა რამდენიმე მემორიალური ნივთი და ექსპონატი. ამჟამად მუზეუმში დაცულია დიმიტრი ყიფიანთან დაკავშირებული 900–მდე ექსპონატი, დოკუმენტი თუ ფოტომასალა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა ტ. 5. თბ., 1990
|