სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო}} |
სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო — საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც ემსახურება ახალგაზრდობისა და სტუდენტების პრობლემების მოგვარებას მათი უფლებების დაცვის, ცოდნის მიღებისა და გაღრმავების, ინფორმაციული ვაკუუმის შევსების, ინტელექტუალური, შემოქმედებითი, კულტურული და სპორტული შესაძლებლობების პრაქტიკული ხელშეწყობის გზით.
საზოგადოებრივი კავშირი „სტუდენტურ გაერთიანებათა სათათბირო“ ჩამოყალიბდა როგორც არარეგისტრირებული კავშირი 2001 წლის შემოდგომაზე. ორგანიზაციის დამფუძნებლებია: ანასეულის ბუნებათსარგებლობის ინსტიტუტის სტუდენტური კავშირი, ოზურგეთის ბიზნესის ინსტიტუტის სტუდენტური კავშირი, ოზურგეთის სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობა და ოზურგეთის ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის სტუდენტთა გაერთიანება. ორგანიზაციამ ოფიციალური რეგისტრაცია გაიარა 2002 წლის 30 მაისს, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში (რეგისტრაციის ნომერი 44/9-91).
2004 წლის ნოემბრიდან ახალი სახელით — „სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო“.
ორგანიზაცია არის:
- აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის* საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი;
- განვითარების საერთაშორისო ალიანსის - IDA;
- საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმის* თანადამფუძნებელი;
- საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ნაციონალური საბჭოს* ასოცირებული წევრი;
- ევროპის ახალგაზრდული ქსელის - "EURO-NET" ასოცირებული წევრი;
- საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაციის
- უფლებათა დაცვის ახალგაზრდული მოძრაობა წევრ-კორესპონდენტი;
- ევროპის ქსელის ნაციონალიზმის, რაზისმის, ფაშიზმის წინააღმდეგ და მიგრანტებისა და ლტოლვილების მხარდაჭერისათვის - "UNITED" წევრი;
- ევროპული ახალგაზრდული კამპანია მრავალფეროვნების, ადამიანის უფლებებისა და მონაწილეობისათვის: ყველა განხვავებული - ყველა თანასწორი* საქართველოს სამუშაო ჯგუფის;
- საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსზე* ხელმომწერი.
დღესდღეობით ორგანიზაცია მუშაობს შემდეგი პროგრამული მიმართულებით:
- ახალგაზრდობის ინტეგრაციისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობაში;
- მოხალისეობის პოპულარიზაციის და განვითარების ხელშეწყობაში;
- დემოკრატრიული მმართველობის/თვითმმართველობის დამკვიდრებისა და განვითარების ხელშეწყობაში.
ორგანიზაცია არის ახალგაზრდული კავშირის „ევროკლუბის“ დამფუძნებელი და გურიის ინტელექტ კლუბის „რა? სად? როდის?“ თანადამფუძნებელი.
- წევრთა საერთო კრება — უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა. იმართება სულ მცირე წელიწადში ერთჯერ, დეკემბრის თვეში.
- გამგეობა — ხელმძღვანელი ორგანოა წევრთა საერთო კრებებს შორის. გამგეობის კრება იმართება ყოველი თვის პირველ ორშაბათ დღეს.