ანტონ ლორთქიფანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ანტონ ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი 1847
გარდაცვალების თარიღი 1894
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
პროფესია ქართველი იურისტი, საზოგადო მოღვაწე
მეუღლე(ები) ელენე ყიფიანი

ანტონ ლორთქიფანიძე (დ. 1847, ქუთაისის მაზრა - გ. 1894) — ქართველი იურისტი, საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის სიძე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტონ ლორთქიფანიძე დაიბადა 1847 წელს, ქუთაისის მაზრაში. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა გააგრძელა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1872 წელს. ქუთაისში დაბრუნებულმა დაიწყო ბრძოლა ქართული თეატრის აღორძინებისათვის. მეუღლესთან, ელენე ყიფიანთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ღარიბ მოსწავლეთა კომიტეტის საქმიანობაში, მატერიალურად არაერთხელ დახმარებია კერძო გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეებს; იყო ქუთაისის საბჭოს ხმოსანი დეპუტატი და ქალაქის თავის მოადგილე. საკუთარი ბიბლიოთეკის ფონდი უანგაროდ გადასცა ქალაქის გამგეობას, რითაც საფუძველი ჩაეყარა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის შექმნას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]