ალექსი მირიანაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მირიანაშვილი.
ალექსი მირიანაშვილი
დაბ. თარიღი 1860
დაბ. ადგილი ანაგა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 24 აპრილი 1925(1925-04-24)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პედაგოგი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ

ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი (დ. 1860, ანაგა, ახლანდელი სიღნაღის მუნიციპალიტეტი — გ. 24 აპრილი, 1925, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

7 წლის შეიყვანეს სოფელ ვაქირის დაწყებით სკოლაში. შემდეგ სწავლობდა სიღნაღის სამაზრო სასწავლებელში. 1881 წელს დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის სრული კურსი. ამ პერიოდში იგი დაუახლოვდა ცნობილ ქართველ მოღვაწეებს ს. მესხს, ი. გოგებაშვილს, ნ. ცხვედაძეს, ნ. ლომოურს და მათი დახმარებით დაინიშნა მასწავლებლად თბილისის ქართულ სკოლაში, რომელიც „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ ეკუთვნოდა.

აქ მან ნაყოფიერად იმუშავა რამდენიმე წელიწადს, შემდეგ გადაიყვანეს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში, სადაც ერთხანს თვითონაც სწავლობდა. 1900-1923 წლებში თბილისის კომერციული სასწავლებლის პედაგოგია.

ალექსი მირიანაშვილის მხატვრული ლიტერატურისადმი სიყვარული ჯერ კიდევ სტუდენტობისას აღეძრა. სამწერლო ასპარეზზე 1879 წელს გამოვიდა. ამის შემდეგ აქტიურად თანამშრომლობდა პერიოდულ ორგანოებში: „ივერია“, „თეატრი“, „დროება“, „იმედი“, „ნობათი“, „ჯეჯილი“, „ნაკადული“, „მოამბე“, „ცნობის ფურცელი“, „სახალხო გაზეთი„“, თემი“, „თეატრი და ცხოვრება“ და სხვანი. იგი იყო ბავშვების საყვარელი მწერალი. ა. მირიანაშვილის „იგავ-არაკების კრებული“ თავის დროზე პოპულარობით სარგებლობდა. სულ მას გამოცემული აქვს შვიდი წიგნი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 274, თბ., 1994