დიმიტრი ყიფიანის ქუჩა
იერსახე
დიმიტრი ყიფიანის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა |
![]() |
ქალაქი |
![]() |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
ისტორიული რაიონი | მთაწმინდა |
წინა სახელები | ხევის ქუჩა, მთის I ქუჩა, ყიფიანის ქუჩა |
დიმიტრი ყიფიანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (მთაწმინდა); არსენა ოძელაშვილის ქუჩიდან მთის ფერდობამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1884 წლის გეგმაზე ქუჩის დასაწყისი — ხევის ქუჩის, ხოლო ბოლო მონაკვეთი მთის I ქუჩის სახელით არის დატანილი. 1900 წლიდან — ყიფიანის, 1923 წლიდან — დიმიტრი ყიფიანის სახელი ჰქვია. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები. აქვს 1 ჩიხი.
ლიტელატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 183, ISBN 978-99928-20-35-3.