ნინო ტატიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნინო ტატიშვილი
დაბ. თარიღი 1867
გარდ. თარიღი 1937
ქვიშხეთი
პროფესია საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი
მეუღლე(ები) კონსტანტინე ყიფიანი
შვილ(ებ)ი არ ჰყავდა

ნინო ტატიშვილი-ყიფიანი (დ. 1867 — გ. 1937, ქვიშხეთი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნინო ბეჟანის ასული ყიფიანი დაიბადა 1867 წელს. იყო დიდი სახელმწიფო მოღვაწის - დიმიტრი ყიფიანის შუათანა ვაჟის, ცნობილი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე ყიფიანის მეუღლე. მათ შვილები არ ჰყოლიათ.

ნინო ტატიშვილი-ყიფიანი იყო მწერალი და მთარგმნელი. აქტიურად მონაწილეობდა ჟურნალ ,,ნაკადულის" დაარსებაში, აგრეთვე სხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში. მან სიცოცხლეშივე დიმიტრი ყიფიანის სახლი ქვიშხეთში, სადაც თავად ცხოვრობდა, გადასცა მწერალთა კავშირს. ამჟამად ამ სახლში ქვიშხეთის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმია განთავსებული.

ნინო ყიფიანის საფლავი ქვიშხეთში

ნინო ტატიშვილი გარდაიცვალა 1937 წელს, ქვიშხეთში. დაკრძალულია ქვიშხეთში, ყიფიანების საგვარეულო ეკლესიის ეზოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]