ფრეს პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრეს პროვინცია
ტაი. แพร่
Yom River in Phrae Province.jpg
დროშა გერბი
Flag of Phrae Province.png Seal Phrae.png


หม้อห้อมไม้สัก ถิ่นรักพระลอ ช่อแฮศรีเมือง ลือเลื่องแพะเมืองผี คนแพร่นี้ใจงาม
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ადმ. ცენტრი Phrae
შიდა დაყოფა Mueang Phrae, Rong Kwang, Long, Sung Men, Den Chai, Song, Wang Chin და Nong Muang Khai
კოორდინატები 18°08′42″ ჩ. გ. 100°08′26″ ა. გ. / 18.14500° ჩ. გ. 100.14056° ა. გ. / 18.14500; 100.14056
ფართობი 6,538.6 კმ²
მოსახლეობა 454,083 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 69 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCUTC+7
სატელეფონო კოდი (+66) 0 5452 3422 ან (+66) 0 5451 1411
საფოსტო ინდექსი 54
ISO 3166 კოდი TH-54[1]
ოფიციალური საიტი phrae.go.th
Thailand Phrae locator map.svg

ფრეს პროვინცია (ტაი. แพร่) — ტაილანდის ერთ-ერთი ჩრდილოეთი პროვინცია (ჩანგვათი)[2]. მეზობელი პროვინციებია: ფაიაუ, ნანი, უტარადიტი, სუქოტაი და ლამპანგი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე იომი ფრეს პროვინციაში

მდებარეობს 551 კმ-ით ჩრდილოეთით ქვეყნის დედაქალაქ ბანგკოკიდან. ფრეს პროვინცია მდებარეობს მდინარე იომის ხეობაში. Phi Pan Nam Range-ის მთათა სისტემა გადის პროვინციის ჩრდილოეთიდან სამხრეთით დასავლეთში.

ფრეს პროვინციას აქვს ტროპიკული სავანის კლიმატი. ზამთარი მშრალი და თბილია. ტემპერატურა იმატებს აპრილამდე, რომელიც არის ძალიან ცხელი, საშუალო დღიური ტემპერატურაა 37.6 ° C (99.7 ° F). წვიმების სეზონი გრძელდება მაისიდან ოქტომბრამდე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Phra That Cho Hae პროვინციის სიმბოლო

ფრეს პროვინციის ისტორია თარიღდება სამეფოს მონტის დასაბამიდან. 1443 წელს, რეგიონი გახდა ლანატაის სამეფოს ნაწილი.

ერთ-ერთი ვერსიით, ფრეს და ნანის ქალაქებს ერთდროს მართავდა ორი ძმა. როდესაც ისინი ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, მიწების დაყოფის თაობაზე, ერთ-ერთი მათგანი იყო ცხენზე ამხედრებული, ხოლო მეორე - კამეჩზე. ამ ვერსიით ფრეს მმართველი იყო ცხენზე, და მას შემდეგ ცხენი გახდა პროვინციის სიმბოლო. 1940 წელს ცხენთან ერთად პროვინციის გერბზე აისახა Phra Tat Cho Hae-ის ტაძარიც. ეს ტაძარი დაახლოებით 9 კმ-ით სამხრეთითაა ფრეს პროვინციიდან.[3]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრეს პროვინციის რაიონები

ფრეს პროვინცია დაყოფილია 8 რაიონად (ამფხე), რომლებიც, თავის მხრივ, შედგება 78 ქვეზონისგან (ტამბონ) და 645 სოფლისგან (მუბანი).

  1. ქალაქი ფრე
  2. რონგკვანგი
  3. ლონგი
  4. სუნგმენი
  5. დენჩაი
  1. სონგი
  2. ვანგჩინი
  3. ნონგმუიანგქჰაი

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MusicBrainz — 2000.
  2. Phrae. წაკითხვის თარიღი: 18 May 2015.
  3. General Information. წაკითხვის თარიღი: 18 May 2015.