ბურირამის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
პროვინცია
ბურირამის პროვინცია
ტაი. บุรีรัมย์
Prasat Phanomrung in thailand.JPG
დროშა გერბი
Flag Buriram Province.png Seal Buriram.png


เมืองปราสาทหิน ถิ่นภูเขาไฟ ผ้าไหมสวย รวยวัฒนธรรม
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ადმ. ცენტრი Buri Ram
შიდა დაყოფა Mueang Buri Ram, Khu Mueang, Krasang, Nang Rong, Nong Ki, Lahan Sai, Prakhon Chai, Ban Kruat, Phutthaisong, Lam Plai Mat, Satuek, Pakham, Na Pho, Nong Hong, Phlapphla Chai, Huai Rat, Non Suwan, Chamni, Ban Mai Chaiyaphot, Non Din Daeng, Ban Dan, Khaen Dong და Chaloem Phra Kiat
კოორდინატები 14°59′39″ ჩ. გ. 103°06′08″ ა. გ. / 14.99417° ჩ. გ. 103.10222° ა. გ. / 14.99417; 103.10222
ფართობი 10 322 კმ²
მოსახლეობა 1 594 850 კაცი (2018)
სიმჭიდროვე 155 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+7
სატელეფონო კოდი 044
საფოსტო ინდექსი 31
ოფიციალური საიტი buriram.go.th
Thailand Buriram locator map.svg

ბურირამის პროვინცია (ტაი: จังหวัดบุรีรัมย์, ჩანგვუატ ბური რამ, ჩრდილოეთ ქხმერული: มืฺงแปะ) — ტაილანდის სამოცდათექვსმეტი პროვინციიდან (ჩანგვატი) ერთ-ერთი. მდებარეობს ტაილანდის ქვედა ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილში (ისანში). მეზობელი პროვინციებია (სამხრეთიდან საათის ისრის მიმართულებით) სა კაეო, ნახონ რატჩასიმა, ხონ კაენ, მაჰა სარახამ და სურინ. სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება კამბოჯის ოდარის მეანჩეს პროვინციას. სახელი ,,ბურირამი" ითარგმნება როგორც ,,ბედნიერების ქალაქი".

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბურირამი ხორატის პლატოს სამხრეთ, უკიდურეს ნაწილში მდებარეობს. პროვინციის გარშემო მდებარეობს რამდენიმე ვულკანი. პროვინციის სამხრეთი საზღვარი მთიანი მხარეა და მოიცავს სანკამფაენგის ქედსა და დენგრეკის მთებს შორის მდებარე ნაწილს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაახლოებით ათასი წლის წინ, ტერიტორია, რომელიც დღევანდელ ბურირამის პროვინციას შეადგენს, ქხმერების იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო და ამ პერიოდის მრავალი ნაშთი დღესაც შემორჩენილია ბურირამის ტერიტორიაზე. ამის ერთ- ერთი დამადასტურებელი ჩამქრალ ვულკანზე მდებარეობს და ფანომის რუნგის ისტორიული პარკის შემადგენელი ნაწილია. იქ ნაპოვნი წარწერის თანახმად, ამ ტერიტორიის მმართველმა ქხმერების მეფე მათ მმართველად სცნო. ტერიტორია შორეული და მჭიდროდ დასახლებული იყო, რასაც რატთანაკოსინის სამეფოს შესახებ დაწერილ ფაქტში ვხვდებით. მე -19 საუკუნის დასაწყისში, ყველაზე დიდმა ქალაქმა მუანგ პაემ აღიარა ტაილანდის სუვერენიტეტი და ბურირამი ეწოდა. მე -19 საუკუნის ბოლოს ადმინისტრაციული რეფორმების შემდეგ, ბურირამი ოფიციალურად გახდა ტაილანდის პროვინცია, რომელსაც გუბერნატორი მართავს.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფესტივალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მნიშვნელოვანი რელიგიური დღეების გარდა, ბურირამის პროვინციაში აღინიშნება სონგკრანის დღე და ახალი წელი. სხვა ადგილობრივი ფესტივალებიდან აღსანიშნავია: მე-5 მთვარის თვის ფესტივალი,[1] რა დროსაც მოსახლეობა ლოცულობს, ბუდას ფოტოებს გამოფენს. ამ დროს იმართება სპორტული ღონისძიებებიც. ზოგიერთ რაიონში, როგორიცაა ფუტჰაისონგის ოლქი, ეწყობა ტრადიციული ბანგ ფაის ცეკვების საღამო და ხაო ფჰანსა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბურირამის პროვინცია ჩრდილო- აღმოსავლეთ პროვინციებს შორის ერთ-ერთია, სადაც ჩრდილოეთ ქხმერები მოსახლეობის საკმაო ნაწილს შეადგენენ. მოსახლეობის უმეტესობა საურობს ისანურ ენებზე, მაგრამ ბოლო აღწერის თანახმად, მოსახლეობის 27,6% ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩრდილოეთ ქხმერულად მეტყველებს.[2]

სიმბოლოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის გერბზე გამოსახულია ფანომის რუნგის ტაძარი, ქხმერული სტილის ინდუისტური ტაძარი, რომელიც შივას სახელზეა აგებული. ტაძარი ფუნქციონირებდა მე-9 - მე -12 საუკუნეებში, როდესაც ქხმერების რეგიონზე კონტროლი აიუთჰაიას სამეფოს ტაილანდელების მიერ დასრულდა. ტაძრის ნანგრევები ამჟამად ისტორიულ პარკშია დაცული.

პროვინციული ყვავილი არის ყვითელი ბამბის ხე. პროვინციული ხე კი- ვარდისფერი შხაპუნა.

პროვინციის დევიზია: ,,ქვიშაქვების სიწმინდეების ქალაქი, ვულკანების ქვეყანა, ლამაზი აბრეშუმი, მდიდარი კულტურა და სპორტის საუკეთესო ქალაქი".

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლალისა მანობანი

ბურირამი სპორტის ქალაქს წარმოადგენს.[3] ბურირამ იუნაიტედი ტაილანდის ყველაზე წარმატებული საფეხბურთო გუნდია, მას შემდეგ რაც მან მოიგო სახელმწოფო ლიგა, FA თასი, ლიგის თასი და AFC ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალი. ბურირამ იუნაიტედის საშინაო მატჩებს მასპინძლობს ჩანგ არენა, რომელიც ტაილანდური კლუბების საკუთრებაში არსებული უდიდესი საფეხბურთო კლუბია. [4]

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბურირამში დაბადებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლალისა მანობანი (ტაი: ลลิษา มโนบาล), დაბადების სახელი: პრანპრია მანობანი (ტაი: ปราณปรียา มโนบาล) დაიბადა 1997 წლის 27 მარტს ბურირამას პროვინციაში. ის მეტად ცნობილია თავისი სასცენო სახელით, როგორც ლისა. ლალისა არის ტაილანდელი რეპერი, მომღერალი და მოცეკვავე, რომელიც მოღვაწეობს კორეულ K-pop ჯგუფში, სახელწოდებით Black Pink.

ჩატჩუ-ონ მოქსრი (ტაი: ชัชชุอร โมกศรี) დაიბადა 1999 წელს და ის არის ტაილანდელი პროფესიონალი ფრენბურთელი.

ნევინ ჩიდჩობი (ტაი: เนวิน ชิดชอบ) დაიბადა 1958 წელსმ ბურირამას პროვინციაში. ის არის პოლიტიკოსი და ბურირამ იუნაითედის თავმჯდომარე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Gregorian-Lunar Calendar Conversion Table". Hong Kong Observatory. Retrieved 1 October 2016.
  2. "ร่ยงานสถิติจำนวนประชากรและบ้านประจำปี พ.ศ.2561" [Statistics, population and house statistics for the year 2018]. Registration Office Department of the Interior, Ministry of the Interior. stat.bora.dopa.go.th (in Thai). 31 December 2018. Archived from the original on 2 April 2019. Retrieved 20 June 2019.
  3. "บุรีรัมย์โมเดล ต้นแบบการสร้างเมืองใหม่"
  4. "'บุรีรัมย์'กร้าวป้อง5แชมป์-ยึดท็อป5เอเชีย".Archived from the original on 2017-08-03. Retrieved 2017-08-03.