ფუკეტის პროვინცია
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
ფუკეტის პროვინცია ภูเก็ต | |||||
| |||||
ქვეყანა | ტაილანდი | ||||
ადმ. ცენტრი | ფხუკეტი | ||||
შიდა დაყოფა | Mueang Phuket, Kathu და Thalang | ||||
კოორდინატები | 7°53′24″ ჩ. გ. 98°23′54″ ა. გ. / 7.89000° ჩ. გ. 98.39833° ა. გ. | ||||
მმართველი | Q60828698? | ||||
ფართობი | 543 034 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ტაი ენა და Southern Thai | ||||
მოსახლეობა | 360 905 კაცი (2012) | ||||
სიმჭიდროვე | 664,61 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC+7 | ||||
სატელეფონო კოდი | (+66) 07 | ||||
საფოსტო ინდექსი | 83 | ||||
ოფიციალური საიტი | phuket.go.th | ||||
| |||||
ფუკეტის პროვინცია[1] (ტაი. ภูเก็ต) — ტაილანდის პროვინცია. ესაზღვრება ფხანგნგისა და კრაბის პროვინციები, თუმცა პროვინციას არ აქვს სახმელეთო საზღვრები, რადგან იგი მდებარეობს ამავე სახელწოდების კუნძულზე. ქვეყნის მატერიკულ ნაწილთან დაკავშირებულია სამი ხიდით.
მდებარეობს სამხრეთ ტაილანდში, ანდამანის ზღვის სანაპიროზე. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული სინგაპურზე მცირე ზომისაა, ლიდერობს ქვეყნის უდიდესი კუნძულების სიაში. ფუკეტის აღორძინება, რომელსაც დიდი ისტორია აქვს, დაფუძნებული იყო კუნძულზე კალისა და კაუჩუკის მოპოვებაზე. იმის გამი, რომ კუნძული მდებარეობდა ინდოეთისა და ჩინეთის ერთ-ერთ ცენტრალურ სავაჭრო გზაზე, იგი ყოველთვის აღნიშნული იყო პორტუგალიელი, ფრანგი, ინგლისელი და ნიდერლანდელი ვაჭრების საზღვაო ჟურნალებში. 2004 წელს ქალაქი და მისი მიმდებარე ტერიტორიები მნიშვნელოვნად დააზრალა ინდოეთის ოკეანეში მომხდარი მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამმა. ქვეყანაში სულ დაიღუპა 4000 ადამიანი, ხოლო ფუკეტში 250, რომელთა შორისაც იყვნენ უცხოელი ტურისტებიც. პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა ფუკეტის პლიაჟები, თუმცა 2005 წლის თებერვლისათვის სასტუმროების ძირითადი ნაწილი აღდგენილი იყო.
დღესდღეობით კუნძულზე განვითარებულია ტურიზმი, რადგან ტურისტებს შორის პოპულარულია, როგორც საზღვაო კურორტი.
პროვინცია ადმინისტრაციულად დაყოფილია სამ რაიონად, რომლებიც თავის მხრივ 17 სასოფლო დასახლებად იყოფა, რომელთა შემადგენლობაშიც შედის 103 სოფელი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2013-11-19 საიტზე Wayback Machine.
- ინფორმაცია ტაილანდის ტურიზმზე დაარქივებული 2016-02-02 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1989, გვ. 184