კანჩანაბურის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
კანჩანაბურის პროვინცია
ტაი. กาญจนบุรี
დროშა გერბი


แคว้นโบราณ ด่านเจดีย์ มณีเมืองกาญจน์ สะพานข้ามแม่น้ำแคว แหล่งแร่น้ำตก
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ადმ. ცენტრი Kanchanaburi
შიდა დაყოფა Mueang Kanchanaburi, Sai Yok, Bo Phloi, Si Sawat, Tha Maka, Tha Muang, Thong Pha Phum, Sangkhla Buri, Phanom Thuan, Lao Khwan, Dan Makham Tia, Nong Prue და Huai Krachao
კოორდინატები 14°00′15″ ჩ. გ. 99°32′57″ ა. გ. / 14.00417° ჩ. გ. 99.54917° ა. გ. / 14.00417; 99.54917
ფართობი 19,483 კმ²
მოსახლეობა 848,198 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 44 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+7]]
სატელეფონო კოდი (+66) 0 3451 1778
საფოსტო ინდექსი 71
ოფიციალური საიტი kanchanaburi.go.th

კანჩანაბურის პროვინცია (ტაი. กาญจนบุรี) — ტაილანდის პროვინცია, ფართობით ყველაზე დიდი პროვინცია დასავლეთ ტაილანდის პროვინციებს შორის. მეზობელი პროვინციებია: ტაკი, უთაითანი, სუფანბური, ნაქონპათომი და რატჩაბური. დასავლეთით ესაზღვრება მიანმარი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხიდი მდინარე კვაიზე

ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პროვინციას გარს ეხვევა დაბალი მთები. მიანმართან საზღვარზე გადის ქედი ბილაუ (მიანმარში მას ტანინტაი ეწოდება), რომელის პარალელურად გადის ქედი ტანანტაუჯი. ქედებს შორის მდებარეობს მდინარე ქჰუენოის და ქჰვეიაის ხეობები.

პროვინცია მდებარეობს ბანგკოკიდან 129 კმ დასავლეთით, საერთო ფართობით დაახლოებით 19.483 კმ². ეს არის ქვეყნის, სიდიდით მესამე პროვინცია, ნაქონრატჩასიმას და ჩიანგმაის შემდეგ. ტოპოგრაფიულად, პროვინცია არის დაფარული მარადმწვანე ტყით. პროვინცია ასევე მოიცავს მდინარეების Khwae Yai-ის და Kwae Noi-ის (იგივე "მდინარე კვაი"). ტურისტებს იზიდავს ისტორიულად უძველესი ცივილიზაციის და მეორე მსოფლიო ომის ხიდი მდინარე კვაიზე.[1]

რამდენიმე ეროვნული პარკი, რომელიც მდებარეობს მთიანი ტყის ტერიტორიაზე შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიური აღმოაჩენები კანჩანაბურიში თარიღდება მე-4 საუკუნით, ვაჭრობის ნიშნებით მიმდებარე რეგიონებში. ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი ისტორიულად ქხმერების გავლენაზე კანჩანაბურიზე.

არ არის ბევრი ცნობა ისტორიულად კანჩანაბურის შესახებ, რამა I-ის მეფობის დროს, მაგრამ ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ პროვინცია სტრატეგიული მნიშვნელობა მიიღო აიუთაია-ს პერიოდში. 1982 წელს, ბევრი ადამიანის და სპილოს ჩონჩხები და ხმალი იპოვეს პჰანომ ტჰუანის რაიონში, წამყვანი სპეციალისტების ვარაუდით, ამ ტერიტორიაზე, შესაძლოა, გაიმართა ბრძოლა მეფე Naresuan-ის ბირმანელი პრინცის წინააღმდეგ.[2]

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარე: ადგილობრივები იშვიათად იყენებენ მდინარეს, როგორც სატრანსპორტო საშუალებება. დღეს მდინარე მხოლოდ ტურისტული ატრაქციონია.

გზები: კანჩანაბურიში მოქმედებს სამი მაგისტრალი, რომლის საშუალებით უკავშირდება ერთმანეთს რაიონები და ასევე მეზობელ პროვინციებს.

აეროპორტი: კანჩანაბურიში არ არსებობს საჯარო აეროპორტი.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანჩანაბურის პროვინციის რაიონები
კანჩანაბურის პროვინციის რაიონები

კანჩანაბურის პროვინცია დაყოფილია 13 რაიონად (ამფხე), რომლებიც, თავის მხრივ, შედგება 98 ქვეზონისგან (ტამბონ) და 887 სოფლისგან (მუბანი).

  1. ქალაქი კანჩანაბური
  2. საიოკი
  3. ბოპჰლოი
  4. სისავატი
  5. ტჰამაკა
  6. ტჰამუანგი
  7. ტჰონგპჰაპჰუმი
  1. სანგკჰლაბური
  2. პჰანომტჰუანი
  3. ლაოკჰვანი
  4. დანმაკჰამტია
  5. ნონგპრუი
  6. ჰუაიკრაჩჰაო

ჯანდაცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში მოქმედებს Kanchanaburi Memorial Hospital-ი, ასევე უამრავი კლინიკები და აფთიაქები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Table A1-1-1a. Prospective projects in Mekong sub-region. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-04. ციტირების თარიღი: 2016-02-18.
  2. Welcome to Kanchanaburi Province