აიუთაიის პროვინცია
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
აიუთაიის პროვინცია ტაი. พระนครศรีอยุธยา | |||||
| |||||
ქვეყანა | ტაილანდი | ||||
ადმ. ცენტრი | ფრა ნახონ სი აიუტაია | ||||
შიდა დაყოფა | Phra Nakhon Si Ayutthaya, Tha Ruea, Nakhon Luang, Bang Sai, Bang Ban, Bang Pa-in, Bang Pahan, Phak Hai, Phachi, Lat Bua Luang, Wang Noi, Sena, Bang Sai, Uthai, Maha Rat და Ban Phraek | ||||
კოორდინატები | 14°20′58″ ჩ. გ. 100°33′34″ ა. გ. / 14.34944° ჩ. გ. 100.55944° ა. გ. | ||||
ფართობი | 2 557 კმ² | ||||
მოსახლეობა | 817 441 კაცი (2018) | ||||
სიმჭიდროვე | 320 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+7 | ||||
სატელეფონო კოდი | 035 | ||||
საფოსტო ინდექსი | 13 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.ayutthaya.go.th/ | ||||
აიუთაიის პროვინცია (ან ფრა ნაქონ სი აიუთაია, ტაი. พระนครศรีอยุธยา) — ტაილანდის ერთ-ერთი ცენტრალური პროვინცია ( ჩანვატი ). მეზობელი პროვინციებია (ჩრდილოეთიდან საათის ისრის მიმართულებით) ანგთონგი, ლოპბური, სარაბური, პათუმთანი, ნონთაბური, ნაქონპათომი და სუპჰანბური .
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელი აიუთაია მომდინარეობს სანსკრიტული სიტყვა აიოდჰიადან, რომელიც რამაიანაშია აღმოჩენილი. ის ნიშნავს ,,უძლებელს (ქალაქს)". გრამატიკულად, ეს სიტყვა შედგება მორფემებისა ა- "არა" + იოდჰია დამარცხება (ძირი იუდჰ- ,,ბრძოლა ") + ა, მდემდრობითი სქესის სუფიქსი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრა ნაქონ სი აიუთაია, რომელიც მოიცავს 2557 კვედრატულ კილომეტრს, მდებარეობს მდინარე ჩაო ფრაიას ხეობის ბრტყელ ველზე. მდინარეების ლოპბურისა და პა საკის არსებობა პროვინციას ბრინჯის მეურნეობის მთავარ მწარმოებლად აქცევს. აიუთაია იმ ათ პროვინციას შორის ერთ- ერთია, სადაც ტყეები არ არსებობს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აიუთაია დაარსდა 1351 წელს მეფე უ-ტონგის მიერ . ნავარაუდევია, რომ აიუთაია XIV საუკუნეზე ბევრად ადრინდელია. არსებობს მტკიცებულება, რომ ტერიტორია უკვე დასახლებული იყო მონ დვარავატის პერიოდში. გარდა ამისა, წყაროების მიხედვით ახ.წ. 850 წელს ქხმერებმა დაიპყრეს ტერიტორია და იქ დასაყრდენი დააარსეს და მას აიოდჰია დაარქვეს, ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ინდუისტული ქალაქის პატივსაცემად. აიუთაიას ადრეული ისტორია ისტორიულად უკავშირდება ამ ქხმერულ დასახლებას. [1] [2] , პრინცი დამრონგი ასევე ეთანხმებოდა იმას, რომ არსებობდა ქალაქი აიოდჰია, რომელიც დაარსეს ლოპბურელმა მმართველმა ქხმერებმა სამი მდინარის შესართავთან. [3] გათხრებისშედეგად აღმოჩენილია ბარაი (წყლის რეზერვუარი), რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი ქხმერული ტაძრის კომპლექსზე იყოს აგებული. [4]
აიუთჰაია იყო ტაილანდის დედაქალაქი (რომელსაც მაშინ სიამს უწოდებდნენ) 1351 წლიდან 417 წლის განმავლობაში, სანამ ბირმული არმია არ დაიკავებდა მას 1767 წელს. ამ ეპოქაში, რომელსაც დღეს ჩვეულებრივ აიუთაის პერიოდს ან აიუთას სამეფოს უწოდებენ, აიუთჰაიას მართავდა ხუთი სხვადასხვა დინასტიის 33 მეფე. სამეფო გახდა რეგიონალური მოთამაშე და აღმოსავლეთის სავაჭრო ცენტრი, ევროპელი ვაჭრებისა და აზიელი ვაჭრების შეხვედრის წერტილი. აიუთაიას პერიოდის ცნობილი მონარქებია მეფე ნარეზუანი დიდი, რომელმაც გაათავისუფლა აიუტაია პირველი ბირმული ოკუპაციისგან და ასევე მეფე ნარაი დიდი, რომელმაც დიპლომატიური ურთიერთობა დაიწყო საფრანგეთთან, ლუი XIV- ის დროს. მისი მეფობა ვაჭრობისა და კულტურის ოქროს ხანა იყო.
ქალაქს სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა. წლის განმავლობაში, რამდენიმე თვით, ქალაქის მიმდებარე ტერიტორია იტბორებოდა. ამის მო მტერს ქალაქთან მისვლა ძალიან უჭირდა და უკან დახევა უწევდა. ამ უპირატესობის შედეგად ბირმელთა ბევრი შემოსევა წარუმატებლად დასრულდა.
აიუტაიას ისტორიულ პარკში ძველი დედაქალაქის ნანგრევები მდებარეობს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია 1991 წლის დეკემბრიდან. პროვინციაში ასევე მდებარეობს ბანგ პა ინის საზაფხულო სასახლის კომპლექსი.
თავდაპირველად პროვინციას დაარქვეს კრუნგ კაო (กรุง เก่า), ფრა ნახონ სი აიუთაია კი მას 1919 წელს ეწოდა . [5]
სიმბოლოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეგენდის თანახმად, მეფე რამათიბოდი I- მა მიწაში ჩამარხული ულამაზესი კონქის ჭურვი იპოვა, რის სიმბოლურადაც მომავალი დედაქალაქის ადგილი შეარჩია. შემდეგ მან ჭურვი საყრდენზე დადო და მის გარშემო პავილიონი ააშენა. პროვინციის გერბზე ჩანს ეს პავილიონი, რომლის ფონზეც პროვინციული ხეა გამოსახული.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციაში არის ჰონდას საავტომობილო ქარხანა. ჰონდა აწარმოებს ჰიბრიდულ ელექტრომობილებს (HEV) და ელემენტებს ელექტროძრავებისთვის პრაჩინ ბურიში. ჰონდას აიუთაიას ქარხნის წლიური ტევადობაა 300,000 ერთეული. [6]
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინციის მთავრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინცია იყოფა თექვსმეტ ოლქად ( ამფოე ), 209 ქვე-ოლკქად ( ტანბონ ) და 1,328 სოფლად ( მუბან ).
|
|
ჯანდაცვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აიუთაიას მთავარი საავადმყოფოა ფრა ნახონ სი აიუთაიას საავადმყოფო, რომელსაც მართავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამინისტრო .
2017 წლის ადამიანის განვითარების ინდექსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2003 წლიდან, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ტაილანდში პროგრესი განიცადა. აქ ადამიანის გავითარება ქვე-ეროვნულ დონეზე ხდება, რომელიც მოიცავს ადამიანის განვითარების რვავე ძირითად სფეროს. ეკონომიკური და სოციალური განვითარების ეროვნულმა საბჭომ ცალკეულ პროვინციების განვითარებაზე (NESDB) პასუხისმგებლობა 2017 წლიდან აიღო.[7]
რანგი | კლასიფიკაცია |
1 - 15 | ,,მაღალი" |
16 - 30 | ,,გარკვეულწილად მაღალი" |
31 - 45 | ,,საშუალო" |
45 - 60 | ,,გარკვეულწილად დაბალი" |
61 - 77 | ,,დაბალი" |
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აიუთაია ბანკოკიდან ჩრდილოეთით 76 კილომეტრში მდებარეობს. პროვინციაში მდებარეობს მნიშვნელოვანი ობიექტების ნანგრევები. ესნანგრევები მიუთითებს იმაზე, რომ აიუტაია იყო ინდოჩინეთის ერთ – ერთი ყველაზე აყვავებული და ძველი ქალაქი. აიუტაიას ისტორიული პარკი ისტორიული ადგილების უკიდეგანო მონაკვეთია აიუთაიას შუაგულში.
აიუტაიაში სამი სასახლე იყო: დიდი სასახლე, ჩანთარაქასემის სასახლე ან წინა სასახლე და ვანგ ლანგი ან უკანა სასახლე. გარდა ამისა, აქ იყო მრავალი სხვა სასახლე და შენობა სამეფო ვიზიტებისთვის, რომელიც მდებარეობს ქალაქ ფრა ნახონის სი აიუთჰაიას გარეთ, მაგალითად, ბანგ-პა-ინის სასახლე ბაგ-პა-ინში და ნაქონ ლუანგის შენობა, ნაქონ ლუანგის ოლქში. [8] [9]
ტურიზმის ხელშესაწყობად, აიუთაიას მთავრობამ მოაწყო მსუბუქი ხმების შოუ აიუტაიას ისტორიულ პარკში წლის დასაწყისში, ღონისძიება დაახლოებით 10 დღე გრძელდება.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ History of Ayutthaya - Temples & Ruins - Wat Ayodhya. ციტირების თარიღი: 2020-03-16
- ↑ History of Ayutthaya - Temples & Ruins - Wat Thammikarat. ციტირების თარიღი: 2020-03-16
- ↑ „The Rise of Ayudhya: A History of Siam in the Fourteenth to Fifteenth Centuries“ (PDF). დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ History of Ayutthaya - Temples & Ruins - Wat Yai Chai Mongkhon. ციტირების თარიღი: 2020-03-16
- ↑ Royal Gazette (PDF) (Thai). 35 (0 ก): 24–27. March 23, 1919 http://www.ratchakitcha.soc.go.th/DATA/PDF/2461/A/412.PDF. აკლია ან იგნორირებულია
|title=
(დახმარება) - ↑ „BoI gives blessing to B30bn in plans“. Bangkok Post. 26 July 2018. ციტირების თარიღი: 26 July 2018.
- ↑ Human achievement index 2017 by National Economic and Social Development Board (NESDB), pages 1-40, maps 1-9, retrieved 14 September 2019, ISBN 978-974-9769-33-1
- ↑ Ruins of one of the most prosperous empires in history. RenownTravel.
- ↑ Bang Pa In Palace. Lonely Planet.